„ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვექუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას. „დაფინანსებაზე ფონდ „ქართუში“ განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს და იმედია, ფონდი „ქართუ“ ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ „სარკესთან“ საუბრისას.