თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

იცით თუ არა...

21 იანვარი 16:00

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 

1. სიზმარში ფრენა
ფრენა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას განასახიერებს. თქვენც სწორედ ამისკენ ისწრაფვით.
თუკი სიზმარში ფრენის დროს ეცემით, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში დაბრკოლებებისა და პრობლემეის დაძლევა მოგიწევთ.


2. ჩანჩქერი
სიზმარში ყოფილხართ ლამაზი ჩანჩქერის სიახლოვეს? ეს კარგის ნიშანია.
ჩანჩქერი განწმენდის, პრობლემებისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების სიმბოლოა.
შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეძლოთ იმ სურვილებისა და ჩვევების დაძლევა, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. იღბალი კი თქვენკენ მობრუნდება.

3. კბილები
თუ სიზმარში კბილებს გაძრობენ, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე ახლობელი ადამიანის დაკარგვის გეშინიათ. თუ სიზმარში კბილები დაგცვივდებათ, ესე იგი, დაბნეული ხართ და ეს ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში.
დამპალი კბილები გესიზმრათ? გაფრთხილდით - ჯანმრთელობის პრობლემები გელით.
კბილის ნაცვლად ცარიელი ადგილი - სასიცოცხლო ენერგიის შემცირებასა და ნაადრევ სიბერეზე მიანიშნებს.


4. სიკვდილი
საკუთარი სიკვდილი გესიზმრათ? ეს იმას ნიშნავს, რომ დიდხანს იცოცხლებთ.
ახლობელი ადამიანის სიკვდილი გესიზმრათ? ნუ ინერვიულებთ - ამ ადამიანს დღეგრძელობა და ბედნიერი ცხოვრება ელის.


5. ორსულობა
თუ სიზმარში ორსულად ხართ, სიმდიდრე, წარმატება და სურვილების ასრულება გელით. ასეთი სიზმარი იმაზეც მიანიშნებს, რომ შეიძლება, მალე მართლაც დაორსულდეთ.
თუ თქვენი ქალიშვილი გესიზმრათ ორსულად, წინ სასიამოვნო და ბედნიერი დღეები გელით.
ორსული დედა - ოჯახის ერთიანობას და სიმტკიცეს ნიშნავს, ორსული და კი - სიყვარულში კონკურენტს.
თუ სიზმარში ბავშვი მოიშორეთ, ეს საყვარელი ადამიანის მიმართ გულის გაციებას მოასწავებს.


6. შენობები
ირგვლივ მოვლილი და კეთილმოწყობილი ბევრი სახლი - მატერიალური კეთილდღეობა და განვითარებაა. 
თუ ნახევრად დანგრეული ან მორყეული სახლები გესიზმრათ - ოჯახში და სამსახურში პრობლემები გელით, ჯანმრთელობას და უბედურ შემთხვევებსაც უნდა უფრთხილდეთ. 
ასევე, თუ გესიზმრათ:
საავადმყოფო - დროა, შვებულება აიღოთ;
სავაჭრო ცენტრი - შეეშვით ფულის უაზროდ ხარჯვას;
სასწავლო დაწესებულება - მოულოდნელი აღმოჩენა გელით;
საერთო საცხოვრებელი - სხვაგან გადაბარგება მოგიწევთ;
ციხე - შეიძლება, გაუფრთხილებლობის მიზეზით კანონი დაარღვიოთ.


7. ფული
სიზმარში ფული იპოვეთ? წვრილმან პრობლემებს წააწყდებით, მაგრამ ბოლოს დიდი ბედნიერება გელით;
ფულის ეკონომია - სიმდიდრისა და კომფორტული ცხოვრების ნიშანია;
ფულის გადახდა მოგიწიათ? - ეს მარცხს მოასწავებს;
სიზმარში ოქრო მიიღეთ? - წინ დიდი პერსპექტივები გელით, საქმეები კარგად წაგივათ;
დაკარგეთ ფული? - ესე იგი, თქვენ არცთუ კარგი პერიოდი გაქვთ. სამსახურში უსიამოვნებები გელით. 
სიზმარში ძალიან ბევრ ფულს ითვლიდით? - ესე იგი, მიზანთან ძალიან ახლოს ხართ.

8. ღალატი
სიზმრად ღალატის ნახვა ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებს. მოვიდა დრო, თქვენი ცხოვრება გააანალიზოთ. ნამდვილად კმაყოფილი ხართ საკუთარი ქორწინებით? იფიქრეთ, როგორ გახადოთ თქვენი ქორწინება უფრო წარმატებული და ბედნიერი.


9. ცეცხლი
სიზმარში ცეცხლის ნახვა - კარგის ნიშანია, სითბოსა და სინათლის სიმბოლოა.
თავად ანთებდით ცეცხლს? - სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. შეიძლება, ძველ ნაცნობში ახალი მშვენიერი თვისებები აღმოაჩინოთ;
ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდით? - თქვენ ძალიან სანერვიულო სამსახური გაქვთ, სადაც წარმატებას მიაღწევთ, თუმცა მანამდე დიდი შრომა მოგიწევთ;
ღუმელში ანთებული ცეცხლი გესიზმრათ? - გამდიდრებას ელოდეთ;
თქვენი სახლი ცეცხლში იწვის? - ფანტასტიკური წარმატება გელით, თქვენი საქმე ზღაპრულ მოგებას მოგიტანთ.


10. სიშიშვლე
სიშიშვლე დაუცველობას ნიშნავს.
შესაძლოა ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომ გეშინიათ, თქვენმა პარტნიორმა ზურგი არ შეგაქციოთ. 
ან შესაძლოა, რაღაცას მალავთ და შიშობთ, რომ თქვენი საიდუმლო გამომჟღავნდება. 


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?