სადღესასწაულო ჩაცმულობა ფუმფულებისთვის

16 აგვისტო 18:00, 2015 წელი

წინათ ჩვენში ფუმფულები სადღესასწაულო კაბებს იკერავდნენ - იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ.


როგორც წესი, მკერავისთვის შეკვეთილი მოდელი დამკვეთს რომელიღაც ჟურნალში ჰქონდა ნანახი და მასში სულაც არ იყო გათვალისწინებული დამკვეთის კომპლექციის თავისებურებები.
შედეგად, დამკვეთი იღებდა საკუთარი ფიგურისთვის სრულიად შეუსაბამო პროდუქციას, რომლის ულაზათობასაც მკერავს გადააბრალებდა ხოლმე და ახალი მკერავის ძიებას იწყებდა.


საბედნიეროდ, ამჟამად მსგავსი პრობლემების წინაშე აღარ ვდგავართ.
თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული Plus Size ქალების ფიგურის ყველა შესაძლო ვარიაცია.    
ელეგანტურობა, უპირველეს ყოვლისა, კარგი გემოვნება და ქალის სულიერი სამყაროს ჰარმონიული შეხამებაა მის გარეგნობასთან, ვარცხნილობასა და აქსესუარებთან. ნამდვილი ლედის ეს თვისებები შესაძლოა ახალგაზრდა ქალსაც ჰქონდეს და ხანშიშესულსაც. მთავარია იმიჯის ერთიანობის შენარჩუნება მანერებთან კომბინაციაში.
რაც შეეხება უშუალოდ სადღესასწაულო ჩაცმულობას:
იატაკამდე დაშვებული მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი სადღესასწაულო კაბა ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და მის ნაკლოვანებებს ნიღბავს.
გრძელი კაბის ტარება განსაკუთრებით რეკომენდებულია საშუალო ან დაბალი სიმაღლის მქონე ქალებისთვის. ზოგადად, იატაკამდე დაშვებული კაბა, კონტრასტული ვერტიკალური აქცენტებით ფუმფულა ქალებს განსაკუთრებულად უხდებათ.


სადღესასწაულო ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიმუშია საღამოს კაბა მოშიშვლებული მხრებით, ფუშფუშა ქვედატანით და დრაპირებით, აპლიკაციებით ან კრისტალებით მორთული მყარი კორსეტით. ამგვარ თარგს ხშირად მიმართავენ საქორწილო კაბების კონსტრუირების დროსაც, მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მოშიშვლებულმხრებიანი კაბის ჩაცმა რეკომენდებული არ გახლავთ მასიური მხრებისა და მკლავების მქონეთათვის.


სჯობს, თავი შევიკავოთ, ასევე, განსაკუთრებულად მსხვილი პრინტით ან განივი (ჰორიზონტალური) ზოლებით გაწყობილი მოდელებისგან. ამ შემთხვევაში, მაღალი ქუსლები მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებს. თუ მაინცდამაინც ჩვენი უკანალის აქცენტირება გვსურს, მაშინ სჯობს, პრინტიანი აქცენტი სხეულის ამ არეზე მოვაქციოთ.
კაბის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მისი თარგის თავისებურებები, არამედ - ქსოვილის ფერიც. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივი და მუქი ფერები ვიზუალურად ამცირებს ჩვენი სილუეტის მოცულობას, ღია და კაშკაშა ფერები კი ადიდებს.
ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ფართოქამრიანი კაბა უხდებათ მხოლოდ მუცლის არეში ვიწრო გარშემოწერილობის მქონე ქალებს, ქვიშის საათის ფიგურით.
კატეგორიულად არ ღირს ლაპლაპა და მბრწყინავი კაბის ჩაცმა, რადგან მეტალიკის ეფექტის მქონე ქსოვილი უმოწყალოდ ულამაზოდ მოგვადგება ტანზე. ლაპლაპა ფაქტურის ქსოვილის გამოყენება სასურველია მხოლოდ ჩანართების სახით, სხეულის იმ ნაწილების აქცენტირებისთვის, რომლებიც მოგვწონს.

თუ ჩამოქნილი ფეხები გვაქვს, გრძელ კაბაზე გრძივი ჭრილი მათ კიდევ უფრო მომხიბლავს გამოაჩენს. ქვემოდან ღრმად ჩახსნილი საღამოს კაბა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდია.


თუ მიგვაჩნია, რომ პრობლემური მუცელი გვაქვს, ჩვენთვის ზედგამოჭრილი იქნება უხვად ნაოჭასხმული დრაპირებები. მისი ერთ-ერთი წარმატებული ვერსიაა ძველბერძნულ სტილში შეკერილი კაბა, რომლის ნაოჭებიც მკერდის არიდან იწყება.


თუ მიმზიდველი პროპორციების მკერდი გვაქვს, ჩვენთვის ზედგამოჭრილი იქნება V-ს ან კვადრატული ფორმის გულის ჭრილი. ეს თქვენი ყელის სილამაზეს გაუსვამს ხაზს და აქცენტს მკერდზე გააკეთებს.


რაც შეეხება ბამბის (კოტონის) ქსოვილის კაბებს: ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ ფუმფულა ფორმების მქონე ქალებმა ისინი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიონ. ამის მიზეზია ბამბის ქსოვილის თავისებურებანი. ის რბილია, „დავარდნილი“, ტანს უხერხულად ეტმასნება. ამიტომაც, სჯობს, ბამბის ქსოვილისგან შეკერილი მხოლოდ თავისუფლად გაშვებული სამოსი ჩავიცვათ.


ნებისმიერი სწორად შერჩეული კაბა ჩამქრალად გამოიყურება სამკაულების გარეშე.
ასე რომ, საყურადღებოა სამკაულების შერჩევის პროცესიც.
ყელსაბამები და მძივები სჯობს საშუალო ან გრძელი იყოს, მძივის მარცვლების ზომა - პატარა ან საშუალო.
სამაჯურები, ბეჭდები, კლატჩი სასურველია პირიქით, დიდი ზომის, რათა ჩვენი გაბარიტები დაარეგულიროს.
ეჭვი არ არის, რომ საკუთარი სხეულის მოყვარული და დამფასებელი ქალი შესანიშნავი მაგალითია სხვებისთვის, თუმცა სხეულის ნაკლოვანებების დემონსტრირება სასურველი სულაც არაა.
სამოსის შერჩევის საიდუმლოს შეცნობა ძნელი არ არის, საკმარისია მხოლოდ სტილის შეგრძნება და ზემოდასახელებული ზოგადი წესების დაცვა.
არ ღირს მოდური ტენდენციების ბრმად დევნა, უნდა ვატაროთ მხოლოდ ის სამოსი, რომელიც ჩვენი სხეულის თავისებურებებს შეესაბამება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?