მაკორექტირებელი თეთრეულის შერჩევის შესახებ

6 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

ჩვენი ფუმფულა ფორმები ფუფუნებაა, ფუფუნება კი ჯეროვნად უნდა გაფორმდეს: ხაზი გაესვას ღირსებას, ნაკლი კი შეინიღბოს. მაკორექტირებელი თეთრეულის დანიშნულებაც სწორედ ეს გახლავთ.

როგორც ცნობილია, მაკორექტირებელი თეთრეული ჩვენს სხეულს არაჩვეულებრივად მიმზიდველ და ერთიან იერს ანიჭებს.


როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში აღვნიშნეთ, რომელიც უშუალოდ თეთრეულს ეხებოდა, მაკორექტირებელი თეთრეული აუცილებლად ჩვენი ზომის უნდა გვეცვას - არც ერთი ზომით დიდი ან პატარა. ამჟამად ბაზარზე მაკორექტირებელი თეთრეულის დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ამიტომ, ზუსტ ზომასთან ერთად, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სხეულის რომელი ზონის კორექტირება გვჭირდება.
მაგალითად, ე.წ. სამკუთხედის ფიგურის ქალებს სულაც არ სჭირდებათ დუნდულებისა და ბარძაყის მაკორექტირებელი თეთრეულის ჩაცმა, რადგან მათი პრობლემური ზონები სხეულის სხვა ნაწილშია კონცენტრირებული. ამიტომ, მაკორექტირებელი თეთრეულის შეძენის წინ, კარგად უნდა გავიაზროთ, ჩვენი სხეულის რომელი ნაწილი საჭიროებს კორექტირებას.


ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა თეთრეულის შერჩევისას, მაკორექტირებელი თეთრეულის შეძენის დროსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ძირითადად, მაკორექტირებელ თეთრეულს შემდეგი ფუნქციები აქვს:
- მუცლის დაჭიმვა;
- წელის დაწვრილება;
- დუნდულების და/ან ბარძაყებისთვის მომრგვალებული, მკვრივი ფორმის მინიჭება;
- მკერდის ფორმის კორექცია.


ამ ჩამონათვალიდანაც აშკარაა, რომ მაკორექტირებელი თეთრეული ქალის ფიგურის სხვადასხვა ტიპებზეა გათვლილი. გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს მაკორექტირებელი თეთრეული მხოლოდ Plus Size ქალებს სჭირდებათ. სინამდვილეში, მას (მსუბუქი კორექციის ფუნქციით) რეგულარი ზომების მქონე ქალებიც აქტიურად იყენებენ, მუცლის დასაჭიმად, სხეულის ფორმების უკეთ წარმოსაჩენად და სხვ.
ასე განსაჯეთ, ის სილამაზის ინდუსტრიაში ჩართული ქალების გარდერობშიც გვხვდება.
საშუალო სიმძლავრის კორექცია გაცილებით ძლიერია. მისი ფუნქციები იგივეა, მაგრამ ზემოქმედება - შედარებით მძლავრი.


დაბოლოს, ძლიერი კორექცია განკუთვნილია 100 კილოგრამს გადაცილებული ქალებისთვის. მისი ქსოვილი გაცილებით მკვრივია, სქელი დეტალებით. ის არა მხოლოდ „ზედმეტის“ კორექციას ახდენს, არამედ ხერხემალსაც სწორად იჭერს და მისი პრობლემების გაჩენას გვარიდებს თავიდან.


როგორც უკვე ითქვა, მაკორექტირებელი თეთრეულის შეძენისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რის „შესწორებას“ ვაპირებთ და რა სახის თეთრეული უნდა შევიძინოთ - კორსეტი, აზღუდი (ლიფი), პანტალონები (ე.წ. ბანდაჟი) თუ დასახელებული დეტალების მთლიანი კომბინაცია, ე.წ. გრაცია.


ძირითადად, მაკორექტირებელი თეთრეული ორ ფერში გამოდის - შავსა და კანისფერში, თუმცა არსებობს აზღუდისა და კორსეტების ყველა ფერში გადაწყვეტილი ასორტიმენტი.
გასათვალისწინებელია, რომ კანისფერი თეთრეული აბსოლუტურად ყველა ფერის სამოსზე მიდის, შავი - მხოლოდ შავზე, დანარჩენი ფერები კი თქვენი არჩევანის საქმეა.
ამჟამინდელი მაკორექტირებელი თეთრეული ისეთი ტექნოლოგიით არის დამზადებული, რომ მის ზემოდან გადაცმული კაბის შემხედვარე, ვერავინ იტყვის, რომ თქვენი სხეული უზადო არაა.


ნუ ღელავთ თქვენი „მეორე კანის“ მოუხერხებლობაზე. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ამ პრობლემის გადაჭრაზეც იზრუნა. ნატურალური მასალებისგან დამზადებული მაკორექტირებელი თეთრეული სატარებლად რბილი და მოსახერხებელია. უფრო მეტიც: სინთეტიკური მასალისგან დამზადებული თეთრეულიც ატარებს ჰაერს და სხეულისთვის საჭირო ვენტილაციას ქმნის.


და კიდევ, რამდენიმე რჩევა:
ერთდროულად რამდენიმე ზონის კორექციის მიზნით (მაგ. მუცელი და დუნდულები), გამოიყენეთ გრაცია.
სხეულის ზედა ნაწილისთვის არსებობს კორსეტი ან ნახევარგრაცია.
პანტალონები ჩინებულად ჭიმავს მუცელს, დუნდულებსა და თეძოებს, ასევე ის ამცირებს ბარძაყის გარშემოწერილობას.
ბიუსტჰალტერი სჯობს მინიმალური დეკორით ავარჩიოთ - არ ღირს სხეულის ზედა ნაწილის კიდევ უფრო დამძიმება.
მართალია, მაკორექტირებელი თეთრეული ჩვენი შეუცვლელი თანაშემწეა, მაგრამ კანსა და სხეულს აუცილებლად ესაჭიროება დასვენება. ამიტომ, ბოროტად ნუ გამოვიყენებთ თეთრეულის ჯადოსნურ თვისებებს. ზოგიერთი ქალი მას მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში იყენებს, თუმცა, ზომიერ ფარგლებში, მისი გამოყენება არც ყოველდღიურ რეჟიმში გვავნებს.


http://www.hipsandcurves.com/plus-size-lingerie/ (Plus Size თეთრეული)

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?