კატები სახელმწიფო სამსახურში და მათი ანაზღაურება

იცით თუ არა...

15 ოქტომბერი 15:00, 2016 წელი

იცით თუ არა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კატები სახელმწიფო სამსახურში მსახურობენ და ხელფასიც აქვთ? მაგალითად, ბრიტანეთის მუზეუმის ფასდაუდებელ კოლექციებს მღრღნელების შემოსევისგან სწორედ ფისოები იცავენ. ექვსი კატა ოფიციალურად ირიცხება მუზეუმის შტატში და თითოეული მათგანი, ხელფასის სახით, ყოველთვიურად 50 ფუნტს იღებს. ეს თანხა კატების საკვებისა და უნიფორმის (კისერზე ყვითელი ბაფთა) შეძენაზე იხარჯება.

მუზეუმის გარდა, კატები ლონდონის საფოსტო განყოფილებებშიც მუშაობენ, თუმცა, გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ - თვეში მხოლოდ 8 პენსი. ამის მიუხედავად, ფისოები ბედს არ ემდურიან.


უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების მღრღნელებისგან დაცვას სანკტ-პეტერბურგის „ერმიტაჟშიც“ უზრუნველყოფენ კატები, თუმცა ბრიტანელი თანამოძმეებისგან განსხვავებით, სრულიად უანგაროდ. „ერმიტაჟის“ 50 სამუზეუმო კატა მხოლოდ მუზეუმის თანამშრომელთა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით საზრდოობს.
როგორც ხედავთ, კატად ყოფნა ინგლისში უფრო მომგებიანი და დაფასებულია.

ინგლისის ყველაზე ცნობილმა მომსახურე კატამ, სახელად უილბერფორსმა, თავისი კარიერა 1973 წელს დაიწყო, როცა ის ქუჩიდან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მიიყვანეს.
კატამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა და პრემიერის აპარტამენტები მომრავლებული თაგვებისგან სრულიად გაწმინდა. უილბერფორსი აპარტამენტების სამუდამო შტატში ჩასვეს და ამის შემდეგ კიდევ ოთხ პრემიერთან მოუწია მუშაობა.
ხანდახან ის მთავრობის სხდომებსაც კი ესწრებოდა. ინგლისის პრემიერ-მინისტრებთან ვიზიტით მყოფი მაღალი რანგის სტუმრები უილბერფორსს მშვენივრად იცნობდნენ.
საზღვარგარეთული ვიზიტებიდან დაბრუნებულ მარგარეტ ტეტჩერს უილბერფორსისთვის  ხშირად ჩამოჰქონდა კატებისთვის განკუთვნილი სასუსნაო. ასაკის მატებასთან ერთად, კატას პენსია დაუნიშნეს და საცხოვრებლად, კერძო სახლში გადაიყვანეს.
სხვათა შორის, უილბერფორსი გარდაცვალების სამწუხარო ცნობა მარგარეტ ტეტჩერმა პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააჟღერა.
ქვეყნის უმთავრესი ფისოს გარდაცვალების შემდეგ მის საქმეს დაუნინგ-სტრიტზე სხვა ფისოები აგრძელებენ: ჰამპრი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთავარი თაგვმჭერის ოფიციალური თანამდებობა უკავია, ასევე სიბილი და ლარი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?