მართალია, ტუტანჰამონი ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 1332-1323 წლებში მეფობდა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მის სამარხში აღმოჩენილი, 3000 წლის წინათ დამზადებული კონსერვები დღესაც საკვებად ვარგისია.
დროთა განმავლობაში კაცობრიობას გადაავიწყდა კონსერვირების ძველეგვიპტური და ბერძნული რეცეპტები, არადა მოგზაურებისა და მეომრებისთვის ხანგრძლივი ვადით, საიმედოდ შენახული პროდუქტები სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
ნაპოლეონ ბონაპარტი კონსერვირების საიმედო მეთოდის გამომგონებელს 12 000 ფრაკსაც კი დაჰპირდა. 1809 წელს ნაპოლეონმა პრემია პირადად გადასცა ფრანგ მეცნიერს აპერს, რომელმაც იმპერატორს 8 თვის დაკონსერვებული და შესანიშნავად შენახული ბარდის სუპი წარმოუდგინა.
აპერის ტექნოლოგია ჯერ ცარიელი, შემდეგ კი სავსე ქილების თერმულ დამუშავებას ითვალისწინებდა. თუმცა, ამ ტექნოლოგიას ერთი მინუსი ჰქონდა - მინის ქილები ლაშქრობის დროს ადვილად იმსხვრეოდა.
ინგლისელმა პიტერ დიურანმა აპერის ტექნოლოგია დახვეწა და 1810 წელს ლითონის ქილა დააპატენტა.
1812 წელს მისი პატენტი შეიძინეს ჯონ ჰოლმა და ბრაიან დონკინმა და მათვე 1813 წელს ლონდონში პირველი საკონსერვო ქარხანა ააშენეს.
ამ ქარხანში უშვებდნენ კონსერვებს სპეციალურად ბრიტანული არმიისთვის. თითო კოლოფი 1/2 კგ-ს იწონიდა და ხელით მზადდებოდა. ერთი მუშა საათის განმავლობაში 5-6 ქილაზე მეტს ვერ ამზადებდა და ამის გამო ძვირი ღირდა.
1817 წელს ამერიკელებმა გახსნეს პირველი საკონსერვო წარმოება, სადაც უკვე დღეში ასობით ქილას აწარმოებდნენ.
1870 წელს პირველი საკონსერვო წარმოება გაიხსნა რუსეთში. რა თქმა უნდა, ასორტიმენტი ტუტანჰამონის კონსერვებზე ფართო იყო, თუმცა გემოვნური მახასიათებლებით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა.