გაუწიეთ ანგარიში ბიოლოგიურ საათს

იცით თუ არა...

1 ნოემბერი 15:00, 2016 წელი

კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანი გარკვეული ბიოლოგიური საათის მიხედვით ცხოვრობს, რომელიც ორგანიზმის მუშაობას, ქცევასა და ხასიათსაც კი განაპირობებს. სკოლაში უამრავ საგანს გვასწავლიდნენ, თუმცა, აზრადაც არავის მოსვლია, ესწავლებინა ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობებისა და ბიორიტმების შესახებ. 

გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ცხოვრებაში დაგეხმარებათ.

1. სიბრმავის დრო
ღამის 2 საათისთვის ადამიანების უმეტესობას მხედველობის დაქვეითება აღენიშნება. კარგი იქნება, თუ ამ ფაქტორს მძღოლები გაითვალისწინებენ.


2. დაბადებისა და სიკვდილის დრო
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ახალშობილების უმეტესობა 24.00 საათსა და 4.00 საათს შორის იბადება. აღსანიშნავია, რომ სასიკვდილო ინფარქტების უმეტესობაც გამთენიის ხანს, დილის 4 საათისთვის ხდება.


3. ლეთარგიული დრო
ადამიანებს ყველაზე დაბალი არტერიული წნევა დილის 4-დან 5 საათამდე აღენიშნებათ.


4. სიყვარულის დრო
სქესობრივი ჰორმონების მაქსიმალური რაოდენობა დილის 8-დან 9 საათამდე გამოიყოფა.


5. გაუტკივარების დრო
ტკივილის მიმართ ყველაზე დაბალი მგრძნობელობა დილის 9:00-დან 10:00 საათამდე აღინიშნება.

6. ხელოვნების დრო
ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელშიც ოცნების, შემოქმედების, ხელოვნებისა და გამომგონებლობის უნარები ყალიბდება, ყველაზე აქტიურად დილის 10:00-დან 12:00 საათებში მუშაობს.

7. ფიზიკური აქტივობის დრო
ფიზიკური აქტივობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო დილის 13:00-დან 13:30-მდე პერიოდია, ვინაიდან ამ დროს კუნთები და მყესები შესაძლებლობების მაქსიმუმს „ავითარებს“.


8. საჭმლის მონელების დრო
დილის12:30-დან 13:30-მდე ორგანიზმი კუჭის წვენის მაქსიმალურ ოდენობას გამოიმუშავებს.

9. ოსტატობის დრო
ხელის თითები ყველაზე კარგად 15:00-დან 16:00 საათამდე მუშაობს. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ეფექტური მუშაობა თითების ოსტატურ მოძრაობაზეა დამოკიდებული.

10. ზრდის დრო
ადამიანის თმები და ფრჩხილები ყველაზე აქტიურად 16:30-დან 17:30-მდე პერიოდში იზრდება.


11. სირბილის დრო
ადამიანის ფილტვები 16:30-დან 18:00-მდე განსაკუთრებული ინტენსივობით მუშაობს.


12. გრძნობის ორგანოების დრო
ადამიანების უმეტესობას სუნის, გემოსა და შეგრძნებების უნარი 17:00-სა და 19:00 შორის პერიოდში უაქტიურდება.


13. ალკოჰოლის დრო
ადამიანის ღვიძლი ალკოჰოლს გაცილებით ეფექტურად შლის 18:00-დან 20:00 საათის შუალედში.


14. სილამაზის დრო
კოსმეტიკური პროცედურებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო 18:00-დან 20:00 საათამდე მერყეობს. ამ დროს კანი ყველაზე მგრძნობიარეა კოსმეტიკური პროცედურების მიმართ.


15. ურთიერთობის დრო
ადამიანს განსაკუთრებით უჭირს მარტოობა 20 სთ-დან 22 სთ-ის შუალედში.


16. იმუნიტეტის დრო
ადამიანის იმუნური სისტემა აქტიურობის ზენიტში 21:30-დან 22:30 საათს შორის პერიოდშია და განსაკუთრებით აქტიურად იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?