ელენ ჩერჩის პირველი რეისი სან ფრანცისკო-შაიენი იყო.
მაშინ სტიუარდესას მოვალეობებში ბევრი რამ შედიოდა, მათ შორის: პილოტის კაბინაში საათის დაქოქვა, ბარგის დაბინავება, ბუზების დახოცვაც კი...
მეორე მსოფლიო ომის დროს ელენ ჩერჩი სამედიცინო თვითმფრინავზე მუშაობდა, რომელსაც დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავდა.
ელენის პატივსაცემად მის მშობლიურ ქალაქ კრესკოში აეროპორტს უწოდეს მისი სახელი.