გაუჩინარებული თვითმფრინავები და მათი ბურუსით მოცული ისტორია

იცით თუ არა...

1 დეკემბერი 15:00, 2016 წელი

მალაიზიური ავიაკომპანიის კუთვნილი ლაინერი „ბოინგ 777“, რომელიც ასრულებდა რეისს კუალა-ლუმპური-პეკინი, აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 40 ხომალდი, 23 თვითმფრინავი და 11 ქვეყნის სამაშველო და ამერიკის დაზვერვის სამსახური, თუმცა გაუჩინარებული თვითმფრინავის კვალს ვერსად მიაგნეს. ეს მოხდა 2014 წლის 7 მარტს. ამ დღეს „ბოინგი 777“ უგზო-უკვლოდ დაკარგული თვითმფრინავების გრძელ სიას დაემატა...


1927 წელს პარიზის „ლა ბურჟეს“ აეროპორტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით აფრინდა ფრანგული ბიპლანი, სახელწოდებით „თეთრი ფრინველი“, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის სამხედრო პილოტები - შარლ ნიუნჟესერი და ფრანსუა კოლი მართავდნენ. ისინი ატლანტის ოკეანის გადაფრენას აპირებდნენ, რისთვისაც ამერიკელმა ბიზნესმენმა რეიმონდ ორტეიგმა დააწესა ჯილდო 25 ათასი დოლარი. თვითმფრინავი დააფიქსირეს ლა მანშის, ინგლისისა და ირლანდიის თავზე, თუმცა ამის შემდეგ რადარებიდან მისი კვალი გაქრა და მას დღემდე ვერსად მიაგნეს. „თეთრი ფრინველის“ გაუჩინარება ავიაციის მსოფლიო ისტორიაში დღემდე ბნელით მოცული შემთხვევაა.




1928 წელს ნორვეგიელი მკვლევარი რუალ ამუნდსენი, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ვინც სამხრეთ პოლუსზე ფეხი დაადგა, ხუთკაციან, ფრანგულ-ნორვეგიულ ეკიპაჟთან ერთად, ჰიდროთვითმფრინავი „ლატამით“ უმბერტო ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად გაემგზავრა. ამის შემდეგ მათ შესახებ არავის არაფერი სმენია. აღმოჩენილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ადასტურებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და, სავარაუდოდ, ბარენცის ზღვაში ჩაიძირა.




1944 წლის 15 დეკემბერს ლა მანშის თავზე რადარებიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა პატარა თვითმფრინავი (Noorduyn Norseman), რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზიდან პარიზში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა გენიალური მუსიკოსი, იმხანად პოპულარობის ზენიტში მყოფი ამერიკული ჯაზ-ორკესტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გლენ მილერი, იგი პარიზში კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა. 




1979 წლის იანვარში ბრაზილიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგი 707-379C“ რეისს ნარიტადან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი იაპონიაში ჩატარებული გამოფენიდან ბრუნდებოდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 1.24 მილიონის ღირებულების ფერწერული ტილო იყო. აფრენიდან 30 წუთის შემდეგ „ბოინგი“ წყნარ ოკეანეში ჩავარდა და სამუდამოდ გაუჩინარდა. საძიებო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა და თვითმფრინავის ნამსხვრევები, ეკიპაჟის წევრთა ცხედრები ან ბარგის ნაწილები ვერსად აღმოაჩინეს.




გაუჩინარებამდე „ამერიკან ეარლაინსის“ ყოფილმა „ბოინგ 727“-მა, რომელიც იმხანად კერძო მფლობელობაში იყო, ლუანდის აეროპორტის ანგარში 14 თვე გაატარა. 2003 წელს ის მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აფრინდა და სამუდამოდ გაქრა. დასავლეთის სპეცსამსახურებმა თვითმფრინავის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარეს, თუმცა გაუჩინარებულ თვითმფრინავს ვერსად მიაკვლიეს.




2009 წლის 1-ელ ივნისს კომპანია „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავი „აერობუს 330“, რომელიც ასრულებდა რეისს რიო-დე- ჟანეირო-პარიზი, ატლანტიკის ოკეანის თავზე გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 228 მგზავრი იმყოფებოდა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, თვითმფრინავის „შავ ყუთს“ მიაკვლიეს. გაირკვა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მფრინავებს მოძრაობის სიჩქარეზე არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. შესაბამისად, ისინი ვერ მოასწრებდნენ რეაგირებას, რათა კატასტროფა თავიდან აეცილებინათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?