სექსი კუბოში და სარა ბერნარის სხვა უცნაურობები

იცით თუ არა...

12 დეკემბერი 15:00, 2016 წელი

ლეგენდარული ფრანგი არტისტი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად და ეპატაჟის დედოფლად არის აღიარებული. მას ნათამაშები აქვს ჰამლეტი, ქალისთვის დიდი რისკი გახლდათ; 70 წლის ასაკში ითამაშა 13 წლის ჯულიეტა; მას ეთაყვანებოდა თვით სტანისლავსკი და ლექსი უძღვნა ქართული პოეზიის მეფემ - გალაკტიონმა... 


სარა ბერნარი 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში დაიბადა. დედა კურტიზანი ჰყავდა და ქალიშვილსაც ამ პროფესიისთვის ამზადებდა, თუმცა გოგონამ ამაზე კატეგორიუალი უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო.
პატარა სარას ექიმებმა იმ დროისთვის კატასტროფიული დიაგნოზი დაუსვეს - ტუბერკულოზი. სწორედ მაშინ აყიდინა სარამ დედას ლამაზი წითელი კუბო, რათა გარდაცვალების შემდეგ რაღაც სიმახინჯეში არ ჩაეწვინათ.
ეს კუბო მსახიობს წლების მანძილზე სახლში ედგა, მოგზაურობის დროსაც თან დაჰქონდა და ფოტოგრაფებისთვისაც პოზირებდა. იმასაც ამბობდნენ, რომ სარას ამ კუბოში სექსი ჰქონდა სხვადასხვა მამაკაცებთან - რა თქმა უნდა, ვინც იმ სიტუაციაში გაბედავდა... 

აღსანიშნავია, რომ მოხუცებულობისას, როცა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, სარამ უარი თქვა ახალგაზრდობის ახირებაზე და კუბოს ხსენებაც კი ზარავდა.


თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სარა ბერნარს შეეძლო, ფეხზე მდგარს დაეძინა...

სარა ბერნარის კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ არასოდეს ენდობოდა ბანკებს. თავისი ხანგრძლივი და ძალიან წარმატებული კარიერის მანძილზე მსახიობს ჰონორარი ბანკში არასდროს შეუნახავს.  სარა ითხოვდა, რომ მისთვის ჰონორარი ოქროს მონეტების სახით გადაეხადათ, რომლებსაც ნატის ხელჩანთით დაატარებდა. როცა ჩანთაში დაგროვილი მონეტების ტარება გაუჭირდა, მათი შენახვა ლოგინის ქვეშ მოთავსებულ სკივრში დაიწყო.

მსახიობის უცნაურობების მიუხედავად, თავად სტანისლავსკი სარა ბერნარის ხელოვნებას სრულყოფილების ნიმუშად მიიჩნევდა.
ფრანგ მსახიობ ქალს ლექსი უძღვნა ქართული პოეზიის მეფემ - გალაკტიონმა: 


მასზე ჭორებმა დაღალა გონი,
თეატრს სცდებოდა გულის ნადები
პალატას აქეთ - фოჲე, სალონი
და პალატაში დეპუტატები.


ათასნაირი მითების ტუბო -
ის, უცნაური ბედის საცოლე,
რომ ყვავილებით მორთული კუბო
მისთვის რჩეული არის საწოლი.


უყვარდა ბევრი... ამბავთა მფენი
და ლაზღანდარათ გულის წამალი,
წინად უყვარდა დენდი რიშპენი,
ეხლა არტისტი უყვარს ლამალი.


აჰ, გრიმი, გრიმი! მაგრამ აქ პოებს
მოგონებათა ბედნიერებით,
რომ ბავშობაში, სადღაც, ლევკოებს
მზის ჩასვლა მოსავს მკრთალი ფერებით.


შემდეგ მიმიკა! მაგრამ ოცნება
მიქრის იქ, სადაც მონასტერია,
არ იშლებიან იქ კოცონები,
იქ არც ქალაქის ფილისტერია.


მაგრამ, იწყება. ასწიეს ფარდა: -
მის წინ კარპიის არის ცხედარი,
ქალის თვალებში იშლება ვარდი,
გრძნობათა ცეცხლი გაუბედარი.


იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა,
სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი.
იყო ოცნება - ხან მარგარიტა,
ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.


რა ფერებია. - გრძნობათ სეირად
და ისე, როგორც მწვანე სურათებს
ხატავს დჟორდანო და რიბეირა
მწვანე ფერების კორიანტელი.


შიპრის სურნელი; იები პარმის.
თითქო ათასი არის ზმანება -
მოეფინება ოცნება დარბაზს
და ოვაციის ატორტმანება.


აჰ, გრიმი, გრიმი! ლევკოებს ისე
აღარ აღელვებს გრძნობათა ქარი -
იქნება მშვიდი ნინო ჩხეიძე,
თუ ანთებული სარა ბერნარი.


გალაკტიონ ტაბიძე 1923 წ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?