ავსტრალია კურდღლებთან ომში მარცხდება

იცით თუ არა...

15 დეკემბერი 15:00, 2016 წელი

ავსტრალიური „კურდღლის პრობლემა“ კლასიკური მაგალითია იმისა, რა შედეგი მოაქვს უნიკალურ ეკოსისტემაში ადამიანის გაუაზრებელ ჩარევას. ეს უწყინარი ცხოველი მთელი კონტინენტის ნამდვილ რისხვად იქცა...

ავსტრალიაში კურდღელი პირველად ინგლისელმა კოლონისტებმა შეიყვანეს, როგორც საკვები ხორცი. თავდაპირველად კურდღლები გალიებში ჰყავდათ. 1859 წელს კი ერთ-ერთმა მემამულემ ტომ ოსტინმა სხვადასხვა ჯიშის 24 კურდღელი თავის საკუთრებაში არსებულ პარკში გაუშვა, რათა მათზე ენადირა. მაგრამ ავსტრალია განსაკუთრებული კონტინენტია, ამიტომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. კარგმა კლიმატმა, ბევრმა საკვებმა და ჯიშების აღრევამ შესანიშნავი პირობა შექმნა პოპულაციის მკვეთრი ზრდისთვის.


1900 წელს მწვანე კონტინენტზე ყურცქვიტების რაოდენობამ,  რომლებსაც პრაქტიკულად, ბუნებრივი მტერი არ ჰყოლიათ, 20 მილიონს გადააჭარბა. 
ავსტრალიელი ეკოლოგების განცხადებით, კურდღლების დამსახურებით, მწვანე კონტინენტის ფლორა და ფაუნა თანდათან ღარიბდება. ავსტრალიაში გაქრობის პირასაა მცენარეთა რელიქტიური სახეობები და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ყურცქვიტებს კონკურენციას ვერ უწევენ. ცნობისთვის, კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 10 წელია. წელიწადში ოთხჯერ კი ერთი ყურცქვიტა 15-მდე ბაჭიას შობს.

საუკუნე-ნახევარზე მეტია, ავსტრალიელები კურდღლებთან ომში არიან ჩართული. ბრძოლის იარაღად გამოიყენება შხამები, კურდღლის სოროების აფეთქება და ა.შ. ყურცქვიტებთან ომში დასახმარებლად მწვანე კონტინენტზე ევროპელი მტაცებლები - მელიები, ყარყუმები და დედოფალაც კი შეიყვანეს, თუმცა ბრძოლის ზემოჩამოთვლილმა მეთოდებმა შედეგი ვერ მოიტანა.

მწვანე კონტინენტზე მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოიფიქრეს ბაქტერიული ბრძოლის იარაღი - ყურცქვიტები მაქსომატოზის ვირუსით დაასნეულეს.
თავდაპირველი ეფექტი ძალიან საგრძნობი აღმოჩნდა - ავსტრალიის ბევრ რაიონში კურდღლების 90% დაიღუპა, თუმცა გადარჩენილებმა იმუნიტეტი გამოუმუშავეს და ამ დრომდე მშვიდად აგრძელებენ გამრავლებასაც და მცენარეების განადგურებასაც.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?