საკნატუნო ამბები

შემთხვევით გადაღებულმა ფოტომ ბავშვის მამა სიკვდილისგან იხსნა!

fun time

12:00 კვი. 29 აგვისტო, 2021 წელი

სემი გრინერი

14
დაკოპირებულია

ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭუნა დედამ იმ დროს გადაიღო, როცა ის ქვიშას მიირთმევდა. სარამ შვილის ფოტო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განათავსა, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს ფოტო მისი 11 თვის შვილს სემ გრინერს მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცევდა, მამამისს კი სიკვდილისგან იხსნიდა.

მაშინ სემის ფოტო გამოჩენისთანავე ინტერნეტჰიტად იქცა და მას „მიზანდასახული ბავშვი“ დაარქვეს.

2009 წელს სემის ოჯახს განსაცდელი დაატყდა - სემის მამა ჯასტინ გრინერი სერიოზულად დაავადდა. ჯასტინს დიდი ხნის განმავლობაში დიალეზით მკურნალობდნენ, მაგრამ პროცედურა, რომელიც 4 საათის მანძილზე გრძელდებოდა, პრობლემის მოსაგვარებად საკმარისი არ იყო.
2015 წელს ექიმებმა გრინერების ოჯახს შეატყობინეს, რომ აუცილებელი იყო ღვიძლის გადანერგვა.
ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო ფული არ ჰქონდა, ამიტომ დახმარების თხოვნით ინტერნეტში განცხადება გაავრცელეს.

როცა ადამიანებმა გაიგეს, რომ დახმარებას იმ ბავშვის მამა ითხოვდა, რომელმაც მილიონობით ადამიანს ღიმილი მოჰგვარა და პოზიტიური განწყობა შეუქმნა, გრინერებს რამდენიმე დღეში 100 000 დოლარზე მეტი შეუგროვდათ, მაშინ როცა ოპერაციისთვის მხოლოდ 75 000 დოლარი სჭირდებოდათ.
2015 წელს ჯასტინ გრინერს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს.

რაც შეეხება სემს, მას ძალიან სიამოვნებს ის, რომ მამის გადარჩენა შეძლო, თუმცა, სხვა მხრივ, პოპულარობა არ ხიბლავს და იმედოვნებს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარასოდეს მოხვდება. სემი ხატავს და ეს არის ამ ეტაპზე მისი ცხოვრების მიზანი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები