თუ ბავშვი კომპიუტერს არ სცილდება!..

იცით თუ არა...

13 იანვარი 15:00, 2017 წელი

კომპანია AVG-ს სპეციალისტებმა 2-დან 5 წლამდე ბავშვებზე დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ თანამედროვე ბავშვი კომპიუტერსა და გაჯეტებს უკეთ ითვისებს, ვიდრე ყოფით ჩვევებს. სწორედ ამის გამო ჩვენი ეპოქის დღის წესრიგში აქტიურად დადგა ინტერნეტუსაფრთხოების წესები! 

კვლევის მიმდინარეობისას, რომელიც ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში მიმდინარეობდა, 2200 დედა გამოიკითხა. მათ დაურიგდათ კითხვარი, რომელშიც უნდა მოენიშნათ, რომელ უნარებს ფლობს მათი შვილი.

როგორც გაირკვა, 2-დან 5 წლამდე ბავშვების: 
69% მშვენივრად ფლობს კომპიუტერის „თაგუნიას“ (მაუსს);
63%-ს შეუძლია კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა;
58%-ს შეუძლია, მარტივი კომპიუტერული თამაშები  ითამაშოს;
28%-მა იცის, როგორ უნდა დარეკოს მობილურ ტელეფონზე;
25%-მა იცის ვებბრაუზერის ჩართვა
19%-ს მობილურ აპლიკაციაში მუშაობაც კი გამოსდის;
16%-ს ბრაუზერის ჰიპერბმულებში გადასვლა შეუძლია;
15%-მა თუნდაც ერთი ვებგვერდის მისამართი იცის;
5%-მა კი - რომელიმე ფოსტის მისამართი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს კომპიუტერთან ურთიერთობა უკეთ გამოსდით, ვიდრე ველოსიპედით სეირნობა ან ტანსაცმლის ჩაცმა.
მაგალითად:
ველოსიპედით სეირნობა ამ ასაკობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტმა იცის;
სამ მეოთხედს შეუძლია მარტივი თავსატეხის ამოხსნა;
37%-მა იცის, როგორ დაწეროს საკუთარი სახელი და გვარი;
27%-ს შეუძლია საუზმე გაიმზადოს (საუბარია რძეში შვრიის ფანტელების ჩალბობაზე);
20% მშობლების დაუხმარებლად ცურავს;
ფეხსაცმელზე ზონარების შეკვრა ბავშვების მხოლოდ 11% ეხერხება (რა თქმა უნდა, გახსნა ყველას გამოსდის).

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა, ტექნიკური უნარების ფლობის პარალელურად, აუცილებლად უნდა იცოდნენ ინტერნეტუსაფრთხოების წესები.
„შესაძლოა, სამყარო იმაზე საშიში არაა, ვიდრე 20 წლის წინათ იყო, მაგრამ ინტერნეტის წყალობით, ეს საფრთხეები თითქმის კარს მოგვადგა. შესაძლოა, თქვენმა შვილმა იცის, რომ უცნობ ადამიანს კარი არ უნდა გაუღოს, მაგრამ საეჭვოა, იცოდეს, როგორ უნდა ჩაუკეტოს უცნობს თქვენს ინტერნეტსამყაროში შემოსასვლელი გზა“, - ამბობს AVG-ს გენერალური დირექტორი ჯეი სმიტი.

ეს კომპანიის მეორე კვლევაა, რომელიც ციფრული ეპოქის ბავშვების განვითარებას ეხება. აღსანიშნავია, რომ პირველი კვლევა მშობლებზე ჩატარდა, რომლებსაც საკუთარი შვილების სურათების ინტერნეტში განთავსება უყვართ. ამასთანავე, საზოგადოებრივ დომენში და ზოგჯერ იარაღით ხელშიც კი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?