საკნატუნო ამბები

9 მითი ტყუპების შესახებ

fun time

14:00 კვი. 6 ივნისი, 2021 წელი

მითები ტყუპის შესახებ

14
დაკოპირებულია

საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ოჯახში ტყუპს ელოდება.

❌მითია, რომ ტყუპები ყოველ მომდევნო თაობაში იბადებიან.

✔️მართალია, ტყუპების გაჩენისკენ მიდრეკილება გენეტიკურია, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ეს მიდრეკილება ყოველ მომდევნო თაობაში გამოვლინდეს.

❌მითია, რომ ტყუპები აუცილებლად საკეისრო კვეთის შედეგად იბადებიან.

✔️სინამდვილეში ბევრი გინეკოლოგი ტყუპების შემთხვევაში ნაკლებ საკეისრო კვეთას აკეთებს, ვიდრე ერთი ბავშვის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთის ალბათობა იზრდება ტყუპების რაოდენობასთან ერთად, მაგრამ ორი ბავშვის შემთხვევაში, თუ სხვა გართულებები არაა, ქალს თავისუფლად შეუძლია, დამოუკიდებლად იმშობიაროს.

❌მითია, რომ ყველა ტყუპი დღენაკლული იბადება.

✔️რა თქმა უნდა, ტყუპების შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის რისკი მაღალია, მაგრამ აუცილებელი არაა, ყველა ტყუპი დროზე ადრე დაიბადოს. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის ვადა 40 კვირაა, მაგრამ გამოცდილი გინეკოლოგები ამბობენ, რომ ტყუპების შემთხვევაში 37 კვირაც დასაშვებია.

❌მითია, რომ ტყუპებს ერთნაირი გენები და ქრომოსომები აქვთ.

✔️ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს ნამდვილად ერთნაირი გენები და ქრომოსომები აქვთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, გენეტიკურად იმაზე მეტად არ ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე სხვა და-ძმები. ცნობისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ.

❌მითია, რომ ტყუპები ხასიათით განსხვავდებიან და თუ ერთი მშვიდია, მეორე აუცილებლად მოუსვენარი იქნება.

✔️სინამდვილეში,ხასიათით ტყუპები დანარჩენი და-ძმებისგან არაფრით განსხვავდებიან. უბრალოდ, მათ გამუდმებით ერთმანეთს ადარებენ, ამიტომ ცდილობენ, საკუთარი განსხვავებულობა დაამტკიცონ. ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. ყველაფერი გაცილებით გამარტივდება, თუ არ დავივიწყებთ, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებელი პიროვნებაა.

❌მითია, რომ უფროსი ტყუპი ყველაფერში პირველია, უმცროსი კი მაჩანჩალა.

✔️ტყუპების ამ ქვეყანაზე მოვლინებას შორის სხვაობა რამდენიმე წუთია. ამ დროში რაიმე მნიშვნელოვანი ვერ მოხდება. მით უმეტეს ისეთი, რაც პიროვნების განვითარებაზე იმოქმედებდა.

❌მითია, რომ ტყუპები „ექსტრასენსები“ არიან და ერთმანეთს შორ მანძილზეც გრძნობენ.

✔️ეს მოსაზრება მეცნიერულად არ დასტურდება. ტყუპები ერთმანეთის გვერდით დიდ დროს ატარებენ და ბუნებრივია, ზოგჯერ ერთმანეთის აზრების გამოცნობაც შეუძლიათ. ეს უფრო ინტუიციას წააგავს, თუმცა თავად ტყუპები ყველას არწმუნებენ, რომ ეს მითი კი არა, რეალობაა.

❌მითია, რომ სკოლაში მიყვანისას, ტყუპები აუცილებლად უნდა დააცილონ.

✔️თუ ტყუპებს ერთმანეთს მანამდე დააცილებენ, სანამ ისინი დამოუკიდებლობას მიეჩვევიან, სწავლაზე კონცენტრირებას ვერ შეძლებენ.

❌მითია, რომ გარეგნული მსგავსების გამო, ტყუპების გარჩევა შეუძლებელია.

✔️აბსოლუტურად იდენტურ ტყუპებსაც კი რთულად შესამჩნევი, მაგრამ განსხვავებები აქვთ: ხალი, ყურის ფორმა, ღიმილის მანერა და ა.შ. განსხვავება რომ დაინახოთ, ტყუპები უკეთ უნდა გაიცნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები