უცნობი ფაქტები 11 სექტემბრის ტერაქტზე

იცით თუ არა...

24 იანვარი 15:00, 2017 წელი

პრინსტონის უნივერსიტეტში განთავსებულმა სისტემამ, რომელსაც უბედური შემთხვევების გენერატორს უწოდებენ, სიგნალი გამოსცა, რომლითაც ადამიანებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ აცნობა, თუმცა... 

1. 2001 წლის11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, მშობლის გარეშე 3051 ბავშვი დარჩა. ტერაქტიდან ცხრა თვის შემდეგ, ნიუ-იორკში შობადობის დონემ წინა წელთან შედარებით 20%-ით მოიმატა

2. კვლევების თანახმად, ტერაქტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით გაიზარდა. 10%-ით მოიმატა თამბაქოს და 3,3%-ით მარიხუანას მოხმარების დონემ. 20%-ით გაიზარდა ეკლესიებსა და სინაგოგებში მიმსვლელთა რიცხვი.

3. ტერაქტის დროს განადგურებული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დაკარგულ შედევრებს შორისაა პაბლო პიკასოს, როი ლიხტენშტეინის, დევიდ ჰოკნისა და სხვათა ნამუშევრები.

4. 11 სექტემბრის ერთ-ერთი უცნობი გმირი ლაბრადორი როსელი გახდა, რომელმაც თავისი ბრმა პატრონი მაიკლ ჰინგსონი ცათამბჯენის 78-ე სართულიდან უვნებლად ჩამოიყვანა და მეგობრის სახლში მიიყვანა. როსელი ახლახან მოკვდა.

5. მეხანძრეებს 100 დღე დასჭირდათ, რომ ხანძრის ყველა კერა ჩაექროთ.

6. ავიაკომპანია United-ის 175 რეისის მგზავრის, 22 წლის ლიზა ენ ფროსტის მშობლებს თითქმის ერთწლიანი ლოდინი მოუხდათ, ვიდრე კატასტროფის ადგილზე მისული მაშველები მათი შვილის რაიმე ნაწილს აღმოაჩენდნენ. დაღუპულთა სხეულების უმეტესობა უმცირეს ფრაგმენტებად იყო დაშლილი.

7. დაღუპულთა ფრაგმენტებისა და მათი კუთვნილი ნივთების მოსაძებნად მუშებს 1 მილიონ ტონაზე მეტი სიმძიმის დაშლილი კონსტრუქციების დათვალიერება მოუხდათ. ცათამბჯენების ნანგრევებში მათ 437 მაჯის საათი და 144 ნიშნობის ბეჭედი აღმოაჩინეს.

8. სავაჭრო ცენტრზე თავდასხმამდე 3 საათით ადრე, პრინსტონის უნივერსიტეტში განთავსებულმა სისტემამ, რომელსაც უბედური შემთხვევების გენერატორს უწოდებენ, სიგნალი გამოსცა, რომლითაც ადამიანებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ აცნობა.

9. პენტაგონის იმ ნაწილს, რომელსაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი შეეჯახა, თავდასხმამდე არცთუ დიდი ხნით ადრე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომლის დროს საგანგებოდ გაამაგრეს კედლები და ფანჯრები.

10. როდესაც ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ ატა 11 სექტემბრის დილას ბოსტონის აეროპორტში კონტროლს გადიოდა, მის პასპორტზე უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემამ რეაგირება მოახდინა და ატას ბაგაჟი თვითმფრინავში ვერ მოხვდა.

11. ნიუ-იორკში განადგურებული ტყუპი ცათამბჯენების ლითონის ფრაგმენტებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ძეგლი და მემორიალური დაფა გაკეთდა. მაგალითად, იტალიურ ქალაქ პადუაში ერთ-ერთი მონუმენტი მთლიანად ჩრდილოეთ კოშკურიდანაა აღებული.

12. ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემის (NORAD - the North American Aerospace Defense Command) პირადმა შემადგენლობამ ტერაქტამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა სწავლება, რომელზეც განიხილებოდა ტერორისტების მიერ ოთხი თვითმფრინავის გატაცების სიტუაცია. წვრთნების მორიგი რაუნდი 11 სექტემბრის დილისთვის იყო დაგეგმილი.

13. ტერაქტამდე ნახევარი წლით ადრე, ლარი სილვერსტაინის დეველოპერულმა კომპანიამ 3,2 მლრდ დოლარად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამჟამად, სილვერსტაინი მუზეუმისა და მემორიალური კომპლექსის მეზობლად საოფისე და სავაჭრო ცენტრების აღდგენაზე მუშაობს.

14. ამერიკაში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2753 ადამიანს მიაღწია. ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში დაასკვნეს, რომ პროფესიით ბუღალტერი ჯერი ბორგი 2010 წლის ბოლოს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა, რომლის გამომწვევი მიზეზი ნგრევის შედეგად წარმოქმნილი მტვრის შესუნთქვა გახდა.

15. ტერაქტში მონაწილე ხუთი ტერორისტი ცხოვრობდა და თვითმფრინავის გატაცებისთვის ემზადებოდა სასტუმროში, რომელიც აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს მეზობლად მდებარეობს.

16. პენტაგონის შენობასთან შეჯახებული თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები 12 სექტემბერს აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, ერთ-ერთი ყუთიდან ხმოვანი ჩანაწერები ვერ ამოიღეს. ეს უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ერთადერთი შემთხვევაა, როცა თვითმფრინავის ცხვირის ნაწილებში მოთავსებული ჩამწერი მოწყობილობებიდან ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს.

17. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მოყვა მაღაზია, სადაც იყიდებოდა ყურანი და განთავსებული იყო მუსლიმანთა სამლოცველო ოთახი.

18. გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯონ პატრიკ ო’ნილმა, რომელიც „ალ-ქაიდას“ საქმიანობასა და 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარ პირველ ტერაქტს იკვლევდა, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო სამსახური დატოვა. მოგვიანებით, მან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა და 2001 წლის 11 სექტემბერს სამუშაო ადგილზე დაიღუპა.

მასალა მომზადებულია ბრიტანული გამოცემის „The Daily Telegraph“-ის მიხედვით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?