+18

5 მითი მამაკაცის პოტენციის შესახებ

fun time

23:00 შაბ. 22 მაისი, 2021 წელი

5 მითი კაცის პოტენციაზე

14
დაკოპირებულია

სქესობრივი აქტის შესრულების შესაძლებლობა კაცისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ თემაზე ზოგიერთ, ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აი, მაგალითად...

მითი 1: რაც უფრო დიდია კაცის სასქესო ორგანოს ზომა, მით უფრო მაღალია მისი სექსუალური აქტივობა.

სინამდვილეში: სქესობრივ აქტივობას არა სასქესო ორგანოს ზომა, არამედ, ჰორმონალური სფერო განაპირობებს. ამიტომ მხოლოდ გარეგნულად სქესობრივ შესაძლებლობებზე საუბარი დაუშვებელია.

მითი 2: 40 წლის შემდეგ პოტენცია მცირდება

სინამდვილეში: პოტენციის ხარისხი დამოკიდებულია არა ასაკზე, არამედ ჯანმრთელობაზე და, ასევე, სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. თუკი კაცს ჰორმონები წესრიგში აქვს, მას ღრმა სიბერემდე შეუძლია არა მხოლოდ სექსუალური კავშირი, არამედ ბავშვების ჩასახვაც.

სხვათა შორის, ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, რაც უფრო მაღალია კაცის სოციალური სტატუსი (და როგორც წესი, კაცების უმეტესობა კარიერულ წინსვლას 40 წლის შემდეგ იწყებს), მით უფრო თავდაჯერებულები არიან და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას, შესაბამისად, მათი ინტიმური ცხოვრებაც აქტიურია.

მითი 3: პარტნიორის ხშირი შეცვლა სექსუალურ აქტს ასტიმულირებს

სინამდვილეში: ახალ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობა კაცის ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვის ნამდვილი სტრესია. სანამ ახალ პარტნიორს ფიზიოლოგიურად არ მიეჩვევა, კაცს აქვს წარუმატებლობის შიში, არ არის დარწმუნებული, მოაწონებს თუ არა თავს. როგორც წესი, სექსუალურ ურთიერთობებში ჰარმონია გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება.

მითი 4: იმპოტენციისგან განკურნება ჰორმონ ტესტოსტერონის ინიექციით შეიძლება

სინამდვილეში: კვლევების თანახმად, ა) კაცის ჰორმონების დეფიციტი ყოველთვის არ მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე და ბ) ჰორმონალური პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.

მითი 5: იმპოტენცია სამუდამოა

სინამდვილეში: იმპოტენციის მკურნალობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც, თუკი 60 წლის ხართ, შეგიძლიათ, სექსუალური აქტივობის პერიოდი გაიხანგრძლივოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში