+18

კაცის 10 სექსუალური ჩვევა, რომელიც ქალს აღიზიანებს

fun time

23:00 შაბ. 17 აპრილი, 2021 წელი

კაცების სექსუალური
ჩვევები, რომლებიც ქალებს
აღიზიანებთ

14
დაკოპირებულია

თუკი გერიდებათ, პარტნიორს გამოუტყდეთ, რა არ მოგწონთ საწოლში მასთან ერთად, უბრალოდ, წააკითხეთ ეს სტატია. აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ თქვენი კაპრიზი არ არის და კაცების ზოგიერთი ჩვევა ქალების უმეტესობას აღიზიანებს...

1. როდესაც კაცი სექსის დროს წინდებს არ იხდის

ეს ჩვევა უპირობოდ ლიდერობს - გამოკითხვაში თითქმის ყველა ქალმა აღნიშნა კაცების ეს უცნაური თვისება. ჩვენთვისაც საინტერესოა: ნუთუ, თუკი სექსი წინდებით აქვთ, თავს უფრო დაცულად, თბილად და კომფორტულად გრძნობენ?

2. როდესაც ზედმეტად იცავენ თავს იქ, სადაც საჭირო არ არის

უსაფრთხო სექსი მნიშვნელოვანია, მაგრამ კაცური პარანოია ზოგჯერ არა მხოლოდ სასაცილო, არამედ უსარგებლოცაა. ორი, სამი და მეტი პრეზერვატივი ერთი სექსუალური აქტის დროს - საშინლად გამაღიზიანებელია და კაცების უგუნურობაზე მიანიშნებს. ყოველთვის არ ამართლებს ფრაზა: „რაც მეტი, უკეთესი“.

3. როდესაც კაცი არ უსმენს პარტნიორ ქალს და თავისებურად მოქმედებს

ეს ჩვევა, ისევე როგორც ურთიერთობებში, სექსშიც გამაღიზიანებელი. საშოში კაცის თითის აგრესიული მოძრაობები G წერტილის საძიებლად - სასტიკად მტკივნეულია. ძვირფასო კაცებო, თითი არ არის პენისი! ქალებს ყოველ ჯერზე არ უნდა უწევდეთ ახსნა, რომ მანუალური (ხელით) მოფერება სხვანაირია.

4. სირბილით საშხაპეში სექსის შემდეგ

არსებობენ კაცები, რომლებიც სექსის პროცესის დასრულებისთანავე გიჟებივით გარბიან საშხაპეში. ამგვარ კაცებს ვუსურვებ, ისეთი პარტნიორი შეხვდეთ, რომელიც ყველა კოცნის შემდეგ კბილების გასახეხად გაიქცევა. რა თქმა უნდა, სექსის შემდეგ შხაპი შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ ჰიგიენურ ნორმებზე, თუმცა, გაუგებარია, რატომ უნდა თქვან კაცებმა უარი იმ სიამოვნებაზე, რომელიც ორგაზმის შემდეგაც თუნდაც რამდენიმე წუთი გრძელდება. ხომ შეიძლება, ჩაეხუტონ პარტნიორს, მოეფერონ მკლავებზე და მერე, ერთად გადაივლონ წყალი.

5. შეკითხვის დასმა: „გაათავე?“

უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორგაზმი არ არის სექსის არსი და იმ შემთხვევაშიც, თუკი ქალმა ორგაზმი ვერ განიცადა, პლანეტა არ მოწყდება ღერძიდან. თანაც ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ხომ ორივეს გაუფუჭებს განწყობას და კაცი ამ დროს თავს უხერხულად იგრძნობს.

6. გააოცოს ქალი

სიურპრიზები ყველას უყვარს... თუ არა? მოკლედ, ზოგიერთ რამეზე სასურველია, თავიდანვე შეთანხმდეთ. ბევრ კაცს სურს, სექსუალურ თამაშში ოდნავი „ცეცხლი“ შეიტანოს და სექსის დროს მოულოდნელად მთელი ძალით ჩაავლებს ქალს ხელს თეძოებზე ან უკანალს გაუწითლებს, რაც ქალებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია!

7. უსაქმურობა

ზარმაცი ადამიანი არავის უყვარს, განსაკუთრებით საწოლში. სამწუხაროდ, დღემდე შემორჩნენ ისეთი ეგზემპლარები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. აქ ქალებისთვის მხოლოდ ერთი რჩევა გვაქვს: თუკი გაიცნობთ სიმპათიურ ბიჭს, მასთან სექსუალურ ურთიერთობას დასთანხმდებით, ის დაიწყებს გახდას, დაწვება ზურგზე, ზღვის ვარსკვლავივით მოკალათდება საწოლზე და გეუბნებათ: „მარტო ის მომწონს, როცა ქალი ზემოდანაა“, შეგიძლიათ, უპასუხოთ: „ზუსტად მესმის შენი, მეც ვგიჟდები, როდესაც კაცი ზემოდანაა“.

8. „ჩაქუჩით კაკუნი“

კაცები, რომლებსაც უყვართ „ჩაქუჩით კაკუნი“, პარტნიორის სურვილს არ „უსმენენ“: უბრალოდ, გაუჩერებლად აკაკუნებენ, აკაკუნებენ და აკაკუნებენ. თან დარწმუნებულები არიან, თუკი დიდხანს გააგრძელებენ კაკუნს, ქალი აუცილებლად განიცდის ორგაზმს, შემდეგ კი დასვამენ შეკითხვას: „გაათავე?“ და ნასიამოვნები დაიძინებენ.

ასეთ კოდალას ტიპის კაცებს უნდა ვუთხრათ, რომ სექსში მხოლოდ მისიონერული პოზა არ არსებობს. არის, მაგალითად, „დოგი სტაილი“ და კიდევ ის, რომ სექსუალური აქტი სამი საათი არ გრძელდება.

9. გაუჩერებლად ლაპარაკი

ქალს სექსის დროს გაუჩერებელი საუბარი აღიზიანებს და კონცენტრირებაში უშლის ხელს. კაცებო, არ შეიძლება წამში ერთხელ ახალი შეკითხვა დასვათ: მოგწონს? მითხარი, გინდივარ? გრძნობ, როგორ შემოვდივარ შენში? გახსოვდეთ, რომ სექსის დროს ამდენი შეკითხვის დასმა შეგრძნებებს ბლოკავს. ამიტომ დახურეთ პირი და აცადეთ ქალს სიამოვნების მიღება.

10. როცა კაცი „სექსმანქანას“ განასახიერებს

ამგვარი კაცები თითქოს მუდმივად რომელიღაც პორნოფილმის კასტინგში მონაწილეობენ. ისე კვნესიან სექსის დროს, თითქოს რევმატიზმი აწუხებთ და პარტნიორს ისე ატრიალებენ, როგორც ქათამს შამფურზე. ეს ყველაფერი სახალისო, მისაღები და საინტერესო, შესაძლოა, ერთხელ იყოს, მაგრამ მუდმივად - ნამდვილად არა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში