+18

ქვაში გაცოცხლებული სექსუალური ფანტაზია - 16 ფოტო ეროტიკული პარკიდან

fun time

23:00 ოთხ. 28 ივლისი, 2021 წელი

პარკი Jeju Loveland

14
დაკოპირებულია

Jeju Loveland სამხრეთ კორეაში მდებარე ეროტიკული ხასიათის სკულპტურების პარკი გახლავთ, რომელიც ჯეჯუს კუნძულზე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს. თუ გავითვალისწინებთ კორეელთა მოკრძალებულ და თავდაჭერილ ხასიათს, ასეთი პარკის არსებობა უცნაურად და დაუჯერებლადაც კი ჩანს. 

როგორ გაჩნდა ლავლენდის შექმნის იდეა?

გაურკვეველია, რა მიზნით, მაგრამ გადაწყდა, რომ ახალდაქორწინებული კორეელებისთვის ყველაზე პოპულარულ კუნძულზე პარკი აეშენებინათ – შეიძლება, ინტიმურ საკითხებში დასახმარებლად; შეიძლება შესაბამისი განწყობის ან ატმოსფეროს შესაქმნელად.

იდეა მალე განხორციელდა და ჯეჯუს თბილ კუნძულზე სეულის ჰონგიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიერ აშენებული პარკი ამოქმედდა.

პარკის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2 წელში დასრულდა. მას სახელად ლავლენდი ანუ სიყვარულის მიწა უწოდეს. 2004 წელს კუნძულზე სექსის მუზეუმიც გაიხსნა.

ქანდაკებები, რომლებიც ხორციელ ტკბობას გამოხატავენ, ღია ცის ქვეშაა გამოფენილი და მათი განახლება მუდმივად ხდება.

პარკში 18 წლამდე ასაკის მოზარდების შეშვება აკრძალულია.

სტუმრებს საშუალება აქვთ, რომ მსოფლიო სექს-ინდუსტრიის ხარისხიანი საქონელი შეიძინონ. პარკში 1 საათზე მეტხანს ვერ გაჩერდებიტ.

ლავლენდში 140 ქანდაკებაა და თითოეული მათგანი „კამასუტრას“ სხვადასხვა სექსუალურ პოზას განასახიერებს. აქვე აჩვენებენ სექსუალურ საკითხებზე გადაღებულ საგანმანათლებლო ფილმებს.

კუნძულის მოსახლეობა და ტურისტები შანსს არ უშვებენ, რომ დაკვირვებით გაეცნონ ქვაში გაცოცხლებულ სექსუალურ ფანტაზიებს.

პარკში წარმოდგენილ ქანდაკებებზე საკმაოდ ცნობილი სამხრეთ კორეელი მოქანდაკეები მუშაობდნენ.

საღამოობით პარკში გარე განათება ირთვება, რათა შესაძლებელი იყოს ყველა დეტალის გულმოდგინედ დათვალიერება.

ზოგი ქანდაკების პირდაპირობა შოკის მომგვრელია და ადამიანებში არაერთგვაროვან რეაქციებს: უხერხულობას, მხიარულებას და მღელვარებას იწვევს.

მთლიანად, პარკში 140 სხვადასხვა ქანდაკებაა, მაგრამ ჩვენ მათ შორის 16 ყველაზე საინტერესო ავარჩიეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში