+18

მესამე რაიხის ეროტიკა ხალხის სამსახურში - როგორ ამკვიდრებდნენ ნაცისტები ჯანმრთელი სხეულის კულტს?

fun time

23:00 სამ. 16 თებერვალი, 2021 წელი

ჯგუფური თამაშები

14
დაკოპირებულია

მესამე რეიხის ეროტიკა, ანტიკურის მსგავსად, საზოგადოებას სთავაზობდა შიშველ, სპორტულ სხეულებს ბუნების ფონზე ან სპორტული ვარჯიშის დროს. იმ წლებში ქვეყანაში ეროტიkული ილუსტრაციებით გაფორმებული უამრავი ბროშურა, ფოტოალბომი და წიგნი გამოიცა, რომლებსაც კონკრეტული მისია ეკისრებოდათ - საკუთარი სხეულის მიმართ შეგნებული დამოკიდებულება უნდა შეექმნათ და სპორტის მიმართ ინტერესი გაეზარდათ. 

სიშიშვლის წახალისებაზე გამომცემლობა Verlag Geist und Schönheit მუშაობდა, რომელიც „ჭეშმარიტ არიელებს“ დასვენებისა და სპორტის დროს ტანსაცმლის გახდისკენ მოუწოდებდა.

რა თქმა უნდა, იმ დროინდელი სილამაზის კრიტერიუმები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვესგან, მაგრამ ნაცისტების ფოტომოდელები დღევანდელი საზომითაც კი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მასებზე ზემოქმედების საშუალება, ეროტიკული ფოტოები რამე საშინელს და არაადამიანურს არ ავრცელებდა. ეს იყო უბრალოდ ლამაზი სხეულები, ბუნება, სპორტი და ჯანმრთელობა.

ყველაზე ხშირად, შიშველი მოდელების გადაღება ბუნებაში ხდებოდა. ფოტოგრაფიის ოსტატებს განსაკუთრებით მშვილდოსნები უყვარდათ - რა გასაკვირია, გერმანელები მთელ მსოფლიოსთან ომისთვის ამზადებოდნენ.

ყველაზე დიდი მოთხოვნა პროფესიონალ მოცეკვავეებზე და ტანვარჯიშებზე იყო.

თუ ფიქრობთ, რომ სათხილამურო კურორტებზე საცურაო კოსტუმებში და მის გარეშე ჩატარებული ფოტოსესიები ახალი მოდაა, ძალიან ცდებით.

პლაჟის ფოტოების მოდაც, როგორც ვხედავთ, რადიკალურად არ შეცვლილა.

ზოგადად, შეიძლება აღინიშნოს, რომ 30-იანი წლების გერმანულ ეროტიკულ ფოტოებს სექსისკენ ღია მოწოდება არ ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ მათში ძალიან ღიად არის ნაჩვენები შიშველი სხეული, ეს ფოტოები არც ვულგარულია და არც ორაზროვანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში