+18

პოზა 69: როგორ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ორივემ

fun time

23:44 ხუთ. 6 მაისი, 2021 წელი

პოზა 69: როგორ მიიღოთ
მაქსიმალური სიამოვნება
ორივემ

14
დაკოპირებულია

ამ პოზაზე ბევრს სმენია, პორნოფილმებშიც ვირტუოზულად გამოიყურება, აი, რეალობაში კი ხშირად ანეკდოტური სიტუაცია იქმნება...

რეალურად, ეს მოუხერხებელი პოზაა და ბევრისთვის მიუღებელიც.

ჯერ ერთი, რთულია აჰყვე პარტნიორის რიტმს, რომელიც ზემოდანაა მოკალათებული.
ზემოდან მყოფს უნდა ჰქონდეს ფიზიკური მონაცემები, რათა შეძლოს, თუნდაც, 5 წუთი შეიკავოს თავი საჭირო პოზიციაში, ხოლო ქვემოდან მყოფმა პარტნიორმა უნდა შეძლოს მეწყვილის გენიტალიების „დაჭერა“.
თუკი პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და ამ პოზით ტკბობა არცთუ ისე მარტივია, როდესაც ცდილობ, ერთდროულად მიიღო და გასცე სიამოვნება.

გახურების დროს

ნუ მიიღებთ ამ პოზას ისე, როგორც საღამოს მთავარი სტუმარი. ეს პოზიცია კარგია წინასწარი მოფერებისთვისაც. ამგვარი გახურების შემდეგ შეგიძლიათ, აენთოთ და გასაქანი მისცეთ ფანტაზიას.

ზარმაცი პოზა?!

იმისთვის, რომ სექსი უხერხულ მოძრაობებს შორის ბალანსის ძიების პროცესად არ გადაიქცეს, დაწექით გვერდულად. მოკეცეთ ფეხები ისე, რომ თქვენი მუხლები ჭერისკენ იყოს მიმართული და იდაყვებს დაეყრდენით. ამგვარი, ერთი შეხედვით, მარტივი პოზიცია მნიშვნელოვნად აადვილებს პროცესს, მაგრამ ოდნავადაც არ ამცირებს სიამოვნების მიღებას.

ჰიგიენა

პოზა 69 პარტნიორთან ძალიან ახლო კონტაქტს მოითხოვს, ეს პოზა ზეინტიმურია. ნებისმიერი მინიშნება უსიამოვნო სუნზე თქვენს ვნებას ნულამდე დაიყვანს და ორალურ გეგმებს სრულად ჩაგიშლით.

სექსსათამაშოების დახმარება

ორალური სექსის დროს ხელით მუშაობა არავის შეუცვლია, მაგრამ, თუკი თითების ვარჯიში მოგბეზრდათ და მარჯვენა ხელიც დაგეღალათ, შეგიძლიათ, კეთილი ინტიმური სათამაშოები იხმოთ.

ატრიალეთ, როგორც გინდათ

„ვალეტის“ პოზა - ეს არ არის მხოლოდ კლასიკური „ქალი ზემოდან და კაცი ქვემოდან“. გადაბრუნებული პოზიცია შესაძლოა, ღირსეული ალტერნატივა აღმოჩნდეს. პარტნიორები იცვლიან ადგილებს და პოზა 69 თავისებურად განსაკუთრებული ხდება. თქვენი მოძრაობა ამ დროს ოდნავ შეზღუდულია, შეღწევადობის სიღრმის გაკონტროლებას ვერ შეძლებთ. ამიტომ კაცს საკუთარი ფრიქციების მაქსიმალური კონტროლი მოუწევს, განსაკუთრებით ორგაზმის დროს.

თუკი მზად ხართ, მიმართოთ ექსპერიმენტებს, სცადეთ „პოზა 69“ ფეხზე დამდგარი. არ იფიქროთ, რომ ეს ხუმრობაა.
ამ პოზიციაში ქალი ხელით დგება იატაკზე, წვივებით ეყრდნობა კაცის მხრებს და მის თავთან აჯვარედინებს ტერფებს. ამგვარი ორალური ექსტრიმისთვის კაცს, საკუთარი თავის გარდა, თქვენი დაჭერაც მოუწევს.

აბა, რას იტყვით, მზად ხართ სასიამოვნო საღამოსთვის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში