+18

რატომ ტირიან სექსის შემდეგ?

fun time

23:00 ხუთ. 22 აპრილი, 2021 წელი

რატომ ტირიან სექსის
შემდეგ?

14
დაკოპირებულია

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან თქვენც წამოგსვლიათ ცრემლები? მეცნიერები განმარტავენ, რომ ამის მიზეზია პოსტკოიტალური დისფორიის სინდრომი, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.

რა არის პოსტკოიტალური დისფორია?

ეს არის დეპრესიული მდგომარეობა სექსუალური აქტის შემდეგ. სექსის დროს და მისი კულმინაციისას, როგორც წესი, დადებით ემოციებს განვიცდით და ამ ემოციებს ბედნიერების ჰორმონები - დოფამინი და ოქსიტოცინი იწვევს. სექსის დროს სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დონე მკვეთრად იზრდება და დასრულების შემდეგ, ასევე, მკვეთრად ვარდება. სწორედ ეს ფაქტი იწვევს ორგაზმის შემდეგ აპათიას, დეპრესიასა და ცრემლებს.

სექსუალური აქტის შემდეგ ცრემლები და განწყობის გაუარესება ნიშნავს, რომ თქვენს პარტნიორს არ მოეწონა თქვენთან სექსი?

არა, არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ ჰორმონები, არამედ მტკივნეული წარსულიც იყოს. თუკი პარტნიორი ოდესმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ან საკუთარ სექსუალურობასთან მიმართებით კომპლექსები აწუხებს, ტირილის მიზეზი, შესაძლოა, ესეც გახდეს.

რამდენად ხშირად გვხვდება პოსტკოიტალური დისფორია?

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი განიცდის პოსტკოიტალურ დისფორიას, ხოლო გამოკითხულთა 2%-ს მიკროდეპრესიაც ემართება ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ.

კაცებში ეს მაჩვენებელი ოდნავ განსხვავდება: 41%-მა აღიარა, რომ ერთხელ მაინც განუცდია პოსტკოიტალური დისფორია, ხოლო 4,5% რეგულარულად განიცდის.

რა უნდა ქნათ, თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ ტირის?

თუკი სექსის შემდეგ პოსტკოიტალურ დისფორიას განიცდით, პირველ რიგში, უთხარით ამის შესახებ პარტნიორს, რათა ის ზედმეტმა ეჭვებმა არ შეაწუხოს. მეორე, შეეცადეთ, დაადგინოთ, რა არის ტირილის მიზეზი: ჰორმონები თუ ტრავმირებული წარსული, რომელიც, შესაძლოა, გქონდათ. თუკი მიზეზი ტრავმირებული წარსულია, სასურველია სპეციალისტს მიმართოთ.

ხოლო თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ გაუთავებლად ტირის, უბრალოდ, გულწრფელად დაელაპარაკეთ მას. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ ცრემლების მიზეზი ცუდი სექსი არ არის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში