+18

სექსის 11 დაუწერელი წესი

fun time

23:00 კვი. 25 ივლისი, 2021 წელი

სექსის წესები

14
დაკოპირებულია

სექსოლოგები და ფსიქოლოგები საყურადღებო რჩევებს გვაძლევენ, რომლებსაც ან გაითვალისწინებთ და სერიოზულად აღიქვამთ, ან მათზე, უბრალოდ, გაგეცინებათ.

 

1. პირველად პარტნიორთან ყოფნა არასდროსაა კარგი. თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთი შიშველ მდგომარეობაში არასდროს გინახავთ და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ იქცევა ის საწოლში.

2. პრელუდიას ვერ გაექცევით. არავინ და არასდროს აიძულოთ, საპირისპიროში დაგარწმუნოთ. გარდა ფიზიოლოგიური ასპექტებისა, ეს არის წარმოუდგენლად საინტერესო პროცესი.

3. თუკი თქვენი პარტნიორი ოდესმე დააპირებს, თქვენი გარეგნობის შესახებ გაღიზიანებული ტონით ისაუბროს, დაუყოვნებლივ წადით მისგან. არც კი იფიქროთ, მეორე შანსი მისცეთ.

4. არანაირი ბავშვური ლაპარაკი. რა საჭიროა, უფროსებმა ერთმანეთში ბავშვურ ენაზე ისაუბრონ, თუკი შესაძლებელია, პირიქით, „ბინძურ“ ენაზე საუბარი?

5. სექსი ხშირად სასაცილო პროცესი ხდება. უცნაური ხმები, სასაცილო სახეები და მაკომპრომეტირებელი პოზები - ყველაფერი ეს სახალისოა, მაგრამ ამაში უცნაური და უხერხული არაფერია.

6. მამაკაცებო, თუკი გაშიშვლდით, არ დაგავიწყდეთ წინდების გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი იმიჯი ვერანაირად შეუწყობს ხელს სექსუალურ განწყობას.

7. თუკი საყვარელ ადამიანს სასურველის გაკეთებას არ სთხოვთ, მისგან ამას ვერც მიიღებთ. დაიმახსოვრეთ, რომ მას არ შეუძლია თქვენი აზრების წაკითხვა, ამიტომ გამონახეთ საჭირო სიტყვები სურვილის ასახსნელად.

8. ჩახუტება შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ საწოლის სხვა მხარეზე გვიწევს გადაბრუნება, იმიტომ, რომ ცხელა ან მხარი გვეტკინა. ნუ გაბრაზდებით, თუკი გაღვიძებისას ამგვარ სიტუაციას აღმოაჩენთ.

9. თუკი ფიქრობთ, რომ მასთან შეხვედრა კვლავ მოგიწევთ, ნუ წახვალთ მისგან იმ დროს, როდესაც მას სძინავს. ეს ძალიან უხეში საქციელია ადამიანის მიმართ.

10. მიუხედავად იმისა, როგორი მაგარი სექსი გქონდათ პარტნიორთან, სასწრაფოდ შედით ტუალეტში. ეს ინფექციის წარმოქმნის რისკს ამცირებს.

11. დილის სექსი საუკეთესო საშუალებაა ბახუსისთვის. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყავა და ბუტერბროდი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში