+18

წარსულის უხამსი ტრადიციები, რომლებიც თანამედროვე ადამიანსაც გააკვირვებს

fun time

23:00 კვი. 30 მაისი, 2021 წელი

უხამსი ტრადიციები

14
დაკოპირებულია

რატომღაც ფიქრობენ, რომ 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციამდე სექსი უხამსობად მიიჩნეოდა და ამ საქმიანობით დაინტერესებული ადამიანები გარყვნილებად მიაჩნდათ, მაგრამ ასე არ არის - სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესი ყოველთვის, ყველა ხალხში  არსებობდა და ამას ანტიკური პერიოდის ტრადიციებიც მოწმობს, რომლებმაც შეიძლება, თანამედროვე ადამიანიც კი გააწითლოს.

ღამის სტუმარი იაპონიაში

ძველი იაპონური ჩვეულება სახელად „იობაი“ XVI საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა.
იაპონელ ბიჭს შეეძლო ღამით გასათხოვარი გოგონას ოთახში შეპარულიყო და სექსი შეეთავაზებინა. ეს ერთგვარი მაჭანკლობა გახლდათ, რომელსაც „კონსენსუსის" მიღწევის შემთხვევაში, ხანგრძლივი ურთიერთობა და ოფიციალური ქორწინებაც კი მოჰყვებოდა.

წარუმატებლობის შემთხვევაში, ღამის სტუმარს ისევე ჩუმად უნდა დაეტოვებინა გოგონას სახლი, როგორც იქ შეაღწია. კიდევ ერთი ნიუანსი - გოგონების მშობლებს პოტენციური საქმრო ქურდში რომ არ არეოდათ და შემთხვევით არ მოეკლათ, ბიჭი სახლში სრულიად შიშველი შედიოდა. სიშიშვლე ღამის სტუმრის ჭეშმარიტ მიზნებზე ნათლად მეტყველებდა და ბიჭს საჭირო ალიბით უზრუნველყოფდა.

გოგონების მშობლები ტრადიციას გაგებით ეკიდებოდნენ და სახლის კარს ღიას ტოვებდნენ. „იობაი “გოგონას გათხოვების შესანიშნავი გზა იყო. იაპონურ საზოგადოებაში ქალიშვილის სიწმინდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ გოგონას ღამის რამდენიმე სტუმართან გატარება შეეძლო.

ეს ჩვეულება მხოლოდ მე -20 საუკუნის დასაწყისში დაივიწყეს, როდესაც იაპონიამ ორიენტირი ევროპისკენ აიღო და ქვეყანაში პურიტანული ფასეულობები მოდური გახდა.







სექსი საჯაროდ

შუა საუკუნეების ქრისტიანულ ევროპაში განქორწინება ძალიან პრობლემური პროცედურა იყო, ამიტომ მეუღლეებს გაყრისთვის სერიოზული მიზეზები უნდა წარმოედგინათ. ერთადერთი „რკინის არგუმენტი“ ცოლის ან ქმრის უუნარობა იყო. ქალს უნაყოფობის შემთხვევაში ტოვებდნენ, კაცის კი - პოტენციის დარღვევების შემთხვევაში.

კაცების შემთხვევაში ასეთი სერიოზული საკითხის გადაჭრის დროს მხოლოდ სიტყვებს არავინ ენდობოდა, ამიტომ, დაახლოებით, მე -14 საუკუნეში შეიქმნა ავტორიტეტული კომისია, რომელიც, მამაკაცურ პოტენციას პრაქტიკაში ამოწმებდა. „ნაფიც მსაჯულთა“ შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, ექიმები და... სეირის მაყურებლები.

კომისია მამაკაცის პენისს ყურადღებით ათვალიერებდა და გარეგნული დეფექტების არარსებობის შემთხვევაში ცოლ-ქმარს იქვე, სახელდახელოდ მოწყობილი ლოგინისკენ აგზავნიდა, სადაც ყველას თვალწინ სექსი უნდა ჰქონოდათ. ყველა „პროცედურისთვის“ ორი საათი იყო გამოყოფილი. თუ პოტენციის დარღვევაში დადანაშაულებული მამაკაცი ამ დროის მანძილზე „გულშემატკივრებს“ და მოსამართლეებს საპირისპიროს ვერ დაუმტკიცებდა, ის საჯაროდ იმპოტენტად ცხადდებოდა, ცოლს კი განქორწინების უფლება ეძლეოდა.

მე -15 და მე -16 საუკუნეებში ასეთი სასამართლოები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მათზე დასასწრებად ბილეთები იყიდებოდა. ასე რომ, მართალია, პირველი პორნოფილმების გამოჩენამდე წინ კიდევ რამდენიმე საუკუნე იყო, მაგრამ სხვისი სექსის პროცესის მიმართ ინტერესი უკვე არსებობდა.

პური - ნიჟარა

მე-16 საუკუნეში ინგლისში ე.წ. ნიჟარის პურის მოდა გაჩნდა. ამ შემთხვევაში, ნიჟარა ქალის საშოს გულისხმობდა, ვინაიდან მცხობელები ცდილობდნენ, პროდუქტისთვის სწორედ ასეთი ფორმა მიეცათ.

დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი პურისთვის ცომი ... დუნდულების დახმარებით იზილებოდა. თ ქალი მამაკაცს ნიჟარის პურს მიართმევდა, ეს საწოლში მიპატიჟებას ნიშნავდა, რასაც ნებისმიერი ინგლისელი მამაკაცი უსიტყვოდ ხვდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ეს პური მამაკაცს ისეთ ძალას ანიჭებდა, ის ლოგინში თავს მეფედ გრძნობდა.

ამ უძველესმა ტრადიციამ ინგლისურ კულტურაში ფეხი მტკიცედ მოიკიდა. მისი ექო დღემდე შემორჩა, თუმცა ამჟამად ის სრულიად უვნებელი და ყოველგვარ სექსუალურ დატვირთვას მოკლებულია.

პაემნის ბარათები

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის საყვარელი მამაკაცისთვის ნიჟარის პურის მირთმევა უკვე ძველმოდური იყო, ამიტომ ქალაქელმა ახალგაზრდებმა სხვა გზების ძებნა დაიწყეს. ამ დროიდან მოდური ხდება საგანგებო პაემნის ბარათები - ერთგვარი მოსაწვევები. ბარათები თავიდან ინგლისში გამოჩნდა, მაგრამ მალე მთელ ევროპაში გავრცელდა.

სტამბების მფლობელებმა ბარათების ბეჭდვით დიდი შემოსავალი მიიღეს. ცდილობდნენ, ორიგინალური დიზაინით და გულისამაჩუყებელი ტექსტებით რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიეზიდათ. ბარათების გამოყენება ბიჭებსაც და გოგონებსაც შეეძლოთ. მამაკაცები ტექსტით და, ზოგჯერ, გამოსახულებებით გაფორმებულ მუყაოს ჩუმად გადასცემდნენ ქალებს და სასიამოვნო ფინალის იმედით სახლში გაცილებას სთავაზობდნენ.

საინტერესოა, რომ საგანგებოდ გოგონებისთვის დამზადებული ბარათების ტექსტები გაცილებით პირდაპირი იყო და ინტიმურ სიახლოვეზე მიანიშნებდა. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ბარათზე ეწერა: „მობრძანდით და იხილეთ ჩემი ახალი სანათი და თუ გსურთ, შეგიძლიათ გამორთოთ კიდეც “.
ბარათების პოპულარობა გასული საუკუნის 20-იან წლებამდე გაგრძელდა, შემდეგ კი ნელ-ნელა მოდიდან გადავიდა.

.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში