+18

თუ თქვენი ჩხუბი ყოველთვის სექსით მთავრდება, გირჩევთ, ფსიქოლოგს მიმართოთ

fun time

23:00 ოთხ. 4 აგვისტო, 2021 წელი

ჩხუბის შემდეგ სექსი
ფსიქიკურ პრობლემებზე
მეტყველებს

14
დაკოპირებულია

2017 წლის კვლევის თანახმად, გრძელვადიანი რომანტიკული ურთიერთობის დროს მამაკაცები უპირატესობას პარტნიორის რეპროდუქციულ (ანუ სექსუალურ) ღირებულებებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - პარტნიორის რომანტიკულ (ანუ ემოციურ) რესურსებს. რაც შეეხება კვლევის თემას, რომლის სახელია „სქესობრივი განსხვავებები რომანტიკული კონფლიქტის შემდგომ ქცევაში”, ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ შერიგების სექსი პარტნიორებს საშუალებას აძლევს, თავი კვლავ სასურველად იგრძნონ, მაგრამ ეს ჯანსაღი ქცევა არ არის! ვნახოთ, რა არგუმენტები აქვთ მეცნიერებს. 

ცრუ მოლოდინი

კონფლიქტის დროს, ადამიანის სისხლში ჰორმონ ადრენალინის დონე იზრდება. ადამიანები, რომლებიც შერიგების შემდგომ სქესს ჰარმონიული ურთიერთობის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ, ცდებიან.

ჟურნალი Psychology Today წერს, რომ ამ პროცესში პოზიტიური ემოციების მუხტი ურთიერთობების ბალანსს არღვევს - სექსის შემდეგ თქვენ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებით, რომელიც შეიძლება, უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ.

ფსიქოლოგები შერიგების შემდგომ სექსს ნარკომანიას ადარებენ - ადამიანი ფაქტობრივად ახალ დოზას იღებს, მაგრამ არა ნარკოტიკების, არამედ საჭირო ემოციების. ზოგი ადამიანისთვის ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს, რადგან ქვეცნობიერად ის ჩხუბის მიზეზის ძებნას დაიწყებს, რათა ინტიმური მომენტი გაიმეოროს.

უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „აღგზნების გადაცემა“, რომელიც განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ტვინი პარტნიორთან ჩხუბის შემდეგ.

როგორც ირკვევა, ჩხუბის შემდეგ დაგროვილი ნეგატიური ემოციები გაღიზიანებიდან აღგზნებად იქცევა, რის გამოც საყვარელ ადამიანთან ინტიმური ურთიერთობის სურვილი ჩნდება.

2010 წლის კვლევაში აღწერილია მრისხანებისა და აღგზნების გრძნობების მსგავსი მახასიათებლები - გაზრდილი წნევა, გულისცემის მომატება და ა.შ.; სექსის დროს თქვენ ხარჯავთ ენერგიას და მასთან ერთად ნეგატიური ემოციებიც გტოვებთ. პროცესის ბოლოს ნეგატიურ ემოციებს პოზიტიური ანაცვლებს, ხოლო ადრენალინის მკვეთრი მომატება ეიფორიის განცდას აჩენს.

ყველაფრის მიუხედავად, პრობლემას, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია, ყველა წყვილი ვერ აგვარებს და ეს წყვილების მთავარი შეცდომა გახლავთ.

კონფლიქტის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა დამშვიდდეთ და სადავო საკითხი განიხილოთ. ამის შემდეგ ინტიმურ ურთიერთობაზე ფიქრიც შეიძლება.

გაუგებრობა პარტნიორებს შორის

თუ ჩხუბს ვნებების მოძალების გამო წყვეტთ და სექსის მორევში ეშვებით, ამან შეიძლება, გაუგებრობა გამოიწვიოს.

სანამ ერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ ეს კონფლიქტის დასასრულია, მეორემ შეიძლება მიიჩნიოს, რომ სექსი მხოლოდ პაუზაა და მოგვიანებით, საკითხის განხილვას დაუბრუნდება, რაც შემდგომ კიდევ უფრო დიდ კონფლიქტს გამოიწვევს.

ყველაზე ხშირად პირველი პოზიცია დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ხოლო მეორე - ქალებისთვის. ქალები საყვარელ მამაკაცთან ჩხუბს უფრო მეტად განიცდიან და რამდენიმე დღის განმავლობაში აანალიზებენ.

შეურაცხმყოფელი ქცევის ნიშნები

ერთ -ერთი ეტაპი, რომელსაც ფსიქოლოგები ოჯახური ტირანისა და მისი მსხვერპლის ურთიერთობაში გამოყოფენ, „თაფლობის თვეა“. ის მოჰყვება ჩხუბს, რომელიც ნორმალურ ურთიერთობებში საკითხის ხმამაღლა განხილვით შემოიფარგლება, ხოლო არაჯანსაღ ურთიერთობებში - მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი ახლავს.

საბოლოოდ, მოძალადე აუცილებლად წამოიწყებს შერიგების სექსს, რათა თავისი ნამდვილი სახე დამალოს, მსხვერპლის წინაშე „ბრალი გამოისყიდოს“ და პარტნიორზე კონტროლი არ დაკაროს.

ჩხუბის შემდეგ სექსი ფსიქიკურ პრობლემებზე მეტყველებს და თუ თქვენი ჩხუბი ყოველთვის სექსით მთავრდება, გირჩევთ, ფსიქოლოგს მიმართოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში