ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

ეკო ტატულაშვილი

14:05 შაბ. 1 ნოემბერი

Puressentiel

14
დაკოპირებულია

ფრანგული არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel, ოფიციალურად განსაკუთრებულმა სტუმრებმა, მისმა შემქმნელებმა და დამფუძნებლებმა PSP-ს გუნდთან ერთად, 29 ოქტომბერს გააცნო “რესპუბლიკაში” შეკრებილ საზოგადოებას.

Puressentiel - ფრანგული ხარისხის, ინოვაციისა და ეკოლოგიურობის სინონიმია. ბრენდის, რომელმაც გააერთიანა მეცნიერება და ბუნების შესაძლებლობები, წარდგენის ღონისძიებას ექიმები, სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ფურესენშელის” დამფუძნებლებმა და შემქმნელებმა თავად წარუდგინეს სტუმრებს ბრენდის ისტორია, ინსპირაცია, ინოვაციები და ფილოსოფია, როგორ გადაიქცა ოჯახური ინიციატივა გლობალურ წარმატებად და რატომ არის დღეს Puressentiel აღიარებული არომათერაპიის ნომერ პირველი ბრენდი ევროპაში.

ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს ეთერზეთების სამკურნალო და პრევენციულ თვისებებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ბრენდის ღირებულებებზე - Natural, Commitment, Perfomance - ბუნებრივი, სანდო, ეფექტური. ღონისძიების სტუმრებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გასცნობოდნენ ბრენდის შემქმნელებს, დაესვათ კითხვები და მეტი გაეგოთ მეცნიერების და ბუნების სინთეზის ინტეგრაციის ეფექტურობაზე სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

”ფურესენშელის” თანადამფუძნებელი და პროდუქციის შემქმნელი იზაბელა პაკიონი (Isabelle Pacchioni) ფრანგული არომათერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მას ეკუთვნის ბრენდის ფილოსოფიის მთავარი იდეა -„Nature Has the Power“. იგი ხელმძღვანელობს პროდუქტის შემოქმედებით განვითარებას და თავად ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ეთერზეთების სამკურნალო თვისებებს და თანამედროვე მეცნიერებას.

Puressentiel Group პრეზიდენტი მარკო პაკიონს (Marco Pacchioni) ბრენდის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას მართავს. მისი ხელმძღვანელობით Puressentiel წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში და იქცა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიად არომათერაპიის მიმართულებით.

როკო პაკიონი (Rocco Pacchioni), Puressentiel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოჯახის ხედვის გამგრძელებელი და ბრენდის ციფრულ სტრატეგიის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია.

საფრანგეთში 2005 წელს იზაბელა და მარკო პაკიონებმა დააარსეს ბრენდი, რომელიც არომატერაპიის ლიდერო მსოფლიოს 70 ქვეყანაში. “ფურესენშელის” პროდუქტები ინოვაციური გამოშვების ფორმებით და არომათერაპიული ფორმულებით დაფუძნებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ ეთერზეთებზე.

PSP ფარმას და Puressentiel-ს შორის პარტნიორობა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, მსოფლიო დონის არომათერაპიული ბრენდის მრავალფეროვან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის პირველ პრეცედენტს ქმნის.

პროდუქციის სრული ასორტიმენტი ექსკლუზიურად PSP სააფთიაქო ქსელშიa ხელმისაწვდომი, რაც კომპანიის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ბუნების ძალა მაღალი ხარისხის არომათერაპიულ პროდუქტებში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვამელისი: მცენარეული საიდუმლო შინაგ...

ვამელისი: მცენარეული
საიდუმლო შინაგანი
სიმშვიდისთვის

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშ...

ამირეჯიბი

დეჰიდრატაციის გამომწვევი მთავარი მი...

დეჰიდრატაციის გამომწვევი
მთავარი მიზეზები

შაკიკის პრევენცია - მითია თუ რეალობ...

შაკიკის პრევენცია - მითია
თუ რეალობა?

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურს...

ღამის სერენადები

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონ...

მიკრობიოტი

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ