ამბები

ჩაერთე კონკურსში და მოიგე პლანშეტი!

ეკო ტატულაშვილი

17:01 პარ. 9 ივლისი, 2021 წელი

ჩაერთე კონკურსში და მოიგე
პლანშეტი!

14
დაკოპირებულია

ვაქცინაციის შესახებ მითების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს მაშინ, როდესაც კოვიდ-19-სგან ხსნის ერთადერთი გზა სწორედ მასშია. Imitom.ge-ის კონკურსში ჩართვით, რომელიც USAID-ის პარტნიორობით ხორციელდება, შეგიძლია ამ მითების გავრცელების წინააღმდეგ შეუდგე ბრძოლას და ამით 5-დან ერთ-ერთი პლანშეტური კომპიუტერის მოიპოვო.

კონკურსში ჩართვა ძალიან მარტივია - მოცემული ბმულის კომენტარში “I’m in” უნდა დაწერო. სულ რამდენიმე წამში Imitom.ge-ის ჩატბოტიც გიპასუხებს, რომელიც დაწვრილებით მოგიყვება კონკურსის პირობების შესახებ.

კონკურსი ოთხი დავალებისგან შედგება. გამარჯვებული კი ის 5 ადამიანი გახდება, რომლებიც ყველა კონკურსის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თუმცა წამახალისებელი პრიზები დამარცხებულებისთვისაც იქნება, რომლებიც კონკურსის დასრულებამდე ეტაპობრივად გათამაშდება.

პირველი დავალება უკვე გამოქვეყნებულია და მის შესრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ კონკურსში ჩასართავად შეგიძლია მოცემულ ბმულს მიჰყვე. ხოლო დანარჩენი დავალებებისთვის ადევნე თვალი Imitom.ge-ის ოფიციალურ Facebook გვერდს და გაიგე როგორი უნდა იყოს საკონკურსო ვიდეორგოლის შინაარსი.

არ დაგავიწყდეს, რომ პირველ რიგში პოსტერი საკუთარ ფეისბუკის კედელზე საჯაროდ უნდა გააზიარო, შემდეგ კი ამავე პოსტერის კომენტარებში (იმიტომის კომენტარებში, შენს გაზიარებულზე არა) დააკომენტარო ვიდეო.

თუ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებ, მონაწილეობის ერთი ქულა შენია, ხოლო თუ შენი კომენტარი მასზე რეაქციების რაოდენობით პირველ სამეულში მოხვდება, კიდევ 2 ქულას მიიღებ.

გახსოვდეს, რომ Imitom.ge-ის კონკურსში ჩართვით ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული მითების წინააღმდეგაც გაილაშქრებ და შესაძლოა, Samsung SM-T505 Galaxy Tab-საც გამოკრა ხელი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბინები დღიურად თბილისში

თბილისის ანძა

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი