ამბები

დებატებში წარმატებული მოსწავლეების და აქტიური სკოლების დაჯილდოების ცერემონიალი

ეკო ტატულაშვილი

19:53 სამ. 27 ივლისი, 2021 წელი

დებატებში წარმატებული
მოსწავლეების და აქტიური
სკოლების დაჯილდოების
ცერემონიალი

14
დაკოპირებულია

27 ივლისს 12:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა დებატების ტურნირის საუკეთესო  სპიკერების და ფინალისტების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიება,რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, ჩატარდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ  მხარდაჭერილი„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები
უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. სერტიფიცირების ცერემონიალს დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

  • ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
  • დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
  • დალი მინდიაშვილი - გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
  • ზურაბ კერვალიშვილი - გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორი
  • გაბრიელა მანისტა - პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი

„დებატები მუზეუმში“ მოიცავდა მასშტაბურ დებატების ტურნირსა და საჯარო დებატებს, რომლებიც ჩატარდა საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა მუზეუმში და ონლაინ ფორმატში. მასში ჩაერთო 500-მდე მონაწილე მთელი ქვეყნიდან, რომელთა მოდებატეები სხვადასხვა წარმატებული სკოლის აქტიური დებატკლუბის წევრები არიან. პროექტი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი