ამბები

„დილმა“ – საუკეთესო ცეილონის ჩაის სინონიმი

ეკო ტატულაშვილი

13:28 ორშ. 12 დეკემბერი, 2022 წელი

დილმა

14
დაკოპირებულია

შრილანკური ბრენდი „დილმა“ 35 წელზე მეტია საუკეთესო ხარისხის ცეილონის ჩაის ქმნის. ამასთან ერთად, ის ჩაის ამ სახეობის უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქციით მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მარაგდება და ყველა მათგანში მისი სახელი საუკეთესო ცეილონის ჩაის სინონიმია.

რით არის გამორჩეული „დილმა“ და როგორ ქმნის და ინარჩუნებს ის მაღალ ხარისხს? – სტატიაში უმსხვილეს შრილანკურ პრემიუმ ბრენდზე მოგიყვებით.

უნიკალური კლიმატი და ჩაის წარმოების მეთოდი

ცეილონის ჩაის უწოდებენ სახეობას, რომელიც შრი-ლანკის ნიადაგზე და კლიმატურ პირობებშია მოყვანილი, რადგან ორივე კომპონენტი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის უნიკალურ გემოსა და მახასიათებლებზე. თუმცა, იმისათვის, რომ ჩაის ეს სახეობა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის იყოს და შეუნარჩუნდეს ყველა სასარგებლო თვისება და ავთენტურობა, აუცილებელია მისი დამუშავების წესის ცოდნა და დაცვა, რასაც „დილმა“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ის ამ უნიკალურ მეთოდებსა და წესებს ზედმიწევნით იცავს და შრი-ლანკაში არსებულ პირობებთან კომბინაციაში ნამდვილ ცეილონის ჩაის ქმნის.

ამასთან ერთად, „დილმას“ ჩაი ხელით იკრიფება და არა სპეციალური მანქანით, რაც შესაძლებელს ხდის საუკეთესო ფოთლებისა და ყლორტების ამორჩევასა და დახარისხებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელით კრეფა დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, „დილმა“ ამ მეთოდს მაინც ერთგულად მისდევს და იმ მცირე მწარმოებელთა შორის რჩება, ვინც მომხმარებელს ხელით დაკრეფილ ჩაის სთავაზობს.

დაკრეფილი ფოთლები და ყლორტები ქარხანაში კიდევ ერთხელ გადაირჩევა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საბოლოო პროდუქტის დამზადება. ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ „დილმა“ უარს ამბობს ქიმიურ დანამატებზე, რათა მცენარეს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს სასარგებლო თვისებები, სუფთა ჩაის გემო და არომატი.

„დილმას“ მიღებული აქვს ხარისხის დამადასტურებელი 20-ზე მეტი სერტიფიკატი და 15-ზე მეტი ჯილდო უმაღლესი სტანდარტების ერთგულებისთვის. ჩაის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და წარმოებაში საუკეთესო პრაქტიკების დამკვიდრებისთვის კი, 10-მდე პრიზითაა დაჯილდოებული კომპანიის დამფუძნებელი, მერილ ჯეი ფერნანდო. ის დღემდე უდგას წარმოებას სათავეში და თავის 72 წლიან გამოცდილებას ჩაის ხარისხის შენარჩუნებას ახმარს.

„დილმას“ პროდუქცია საქართველოში

„დილმას“ ექსკლუზიური პარტნიორი მაღაზიათა ქსელი ევროპროდუქტია, რომელსაც წლებია მისი პროდუქცია საქართველოში შემოაქვს. მათი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ქვეყანაში „დილმას“ ასორტიმენტი წლიდან წლამდე ფართოვდება და ცეილონის ჩაის სულ უფრო დიდი არჩევანი ჩნდება ქართულ ბაზარზე.

ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში იპოვით „დილმას“ წარმოების რამდენიმე ხაზს, მათ შორის, ორგანულს, Premium-ს, Exceptional-სა და „რჩეულს“. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მათგანში სხვადასხვა ტიპისა და არომატის ჩაი ერთიანდება. კიდევ უფრო მეტ გემოს აღმოაჩენთ „რჩეულ“ ხაზში, რადგან მასში სხვადასხვა მცენარეებითა და ხილის არომატებით გამდიდრებული ჩაის ტიპები შედის.

„დილმას“ სრული ასორტიმენტის სანახავად ეწვიეთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს ან დაათვალიერეთ პროდუქტები ონლაინ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი