ამბები

ერთად ნანუცასთვის - ჩვენ შევძლებთ 13 წლის გოგონას გადარჩენას

ეკო ტატულაშვილი

17:19 სამ. 1 ივნისი, 2021 წელი

ერთად ნანუცასთვის - ჩვენ
შევძლებთ 13 წლის გოგონას
გადარჩენას

14
დაკოპირებულია

13 წლის ნანუცა ბეგლარიშვილი თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში რბილი ქსოვილების იშვიათი სახეობის სიმსივნურ დაავადება - რაბდომიოსარკომას უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის. როდესაც ოჯახმა გოგონა მაღალი სიცხის გამო იაშვილის კლინიკაში მიიყვანა, ამ დიაგნოზს არავინ ელოდა.

ექიმებისა და ოჯახის ძალისხმევით, ნანუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა 6 თვეში საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც თითქოს ყველა საფრთხე წარსულში მოიტოვეს, დაავადების რემისია მოხდა და ბავშვს ხელახლა მოუწია ურთულესი პროცესის გამეორება.

თებერვალში, ნანუცას პასუხები ხელახლა გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობა ამოწურული იყო და ნანუცას გადასარჩენად მისთვის საზღვარგარეთ უნდა ემკურნალათ, რისთვისაც კოლოსალური თანხების გაღებაა საჭირო.

სანამ ნანუცა ფრენას შეძლებდა და დამაიმედებელი ანალიზების პასუხები ექნებოდა, კლინიკაში გადაყვანა დაგვიანდა. ბავშვისთვის მკურნალობის პირველი კვირა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ექიმები ყველაზე ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იყენებდნენ, რომ 13 წლის გოგონას მდგომარეობა შეემსუბუქებინათ.

ნანუცა მკურნალობას თურქეთში აგრძელებს. საბედნიეროდ, რაბდომიოსარკომა არ პროგრესირდება და ემორჩილება მკურნალობას. ახლა, უკეთესი მდგომარეობაა - ბავშვი, ასაკთან შედარებით, სულიერად ძალიან ძლიერია და ებრძვის, უმკლავდება ამ დაავადებას.

შვილის გადასარჩენად და ძვირად ღირებული პროცედურების ჩასატარებლად, ნანუცას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მათ ქიმიოთერაპიის მესამე კურსის თანხა 17 000 $ დღეს, 1 ივნისს უნდა გადაეხადათ, თუმცა შეგროვება ვერ მოახერხეს. სწორედ ამიტომ, აპირებენ, კლინიკას გადასახადის გადავადება 1 კვირით სთხოვონ.

ნანუცასთვის დახმარების მსურველებმა გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:

👉 საქართველოს ბანკი/BOG:
GE81BG0000000805291800

👉 თიბისი ბანკი/TBC Bank:
GE69TB7503145064300027

👉 ლიბერთი ბანკი/Liberty Bank:
GE92LB0711197649453000

👉 საიდენტიფიკაციო ნომერი: 01020003275

მიმღები: ნინო ადუაშვილი (დეიდა)
საქველმოქმედო ნომერი: 0901700557 (ბილაინი, მაგთი, ჯეოსელი)

ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან #Paypal სისტემით:
https://www.paypal.com/paypalme/Nanutsasatvis


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი