GPI-ს დაზღვევის შეძენა ერთი ზარით
17:16 პარ. 15 ოქტომბერი, 2021 წელი
ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვევის შეძენას დისტანციურად, ერთი სატელეფონო ზარით შეძლებთ.
საკმარისია, ჯიპიაის ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვისას – (032) 2 505 11 აკრიფოთ 5-იანი და ყოველგვარი ლოდინის გარეშე, თქვენ ავტომატურად დაზღვევის მენეჯერს დაუკავშირდებით. ის დეტალურად გაგაცნობთ ნებისმიერი პოლისის პირობებს. დაინტერესების შემთხვევაში, დისტანციურადვე გადაუგზავნით შესაბამის დოკუმენტებს და დაზღვევაც რამდენიმე წუთში გაგიფორმდებათ. მას თქვენთვის მოსახერხებელი პლატფორმით – E-mail-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიიღებთ.
„GPI-ში დაინტერესებულ პირებს მანამდეც შეეძლოთ ქოლცენტრით დაზღვევის მენეჯერებთან დაკავშირება. თუმცა, ჩვენთან ისინი ოპერატორს უნდა გადმოერთო. გაფორმებული დოკუმენტებიც თავად მიგვქონდა მათთან. ახლა კი მომხმარებლები უბრალოდ აკრეფენ 5-ანს, პირდაპირ გვიკავშირდებიან და სადაზღვევო პოლისებიც ონლაინ ეგზავნებათ. თუ რამე კონკრეტული კითხვა აქვს ყველაფერს დეტალურად ვაცნობთ და ვუხსნით. ეს მათ დროსაც ზოგავს და გაცილებით მოსახერხებელიცაა.
დაზღვევის შეძენის თუ განახლების დროს ადამიანებს ყოველთვის დეტალურად აინტერესებთ ყველა პირობა, დაფარვები, რომელ კლინიკებში შეუძლიათ მომსახურების მიღება, ანაზღაურების ლიმიტი, გადახდის გრაფიკი და ა.შ. ყველა ამ დეტალს დაწვრილებით ვუხსნით. ვაცნობთ ბენეფიტებს, რაც ჯიპიაიში დაზღვევისას ექნებათ. მაგალითად რა არის ეკო მონეტები და როგორ დაფარონ დაზღვევის თანხა ამ მონეტებით.
ყველა პირობას ვუხსნით, როგორც სატელეფონო ზარის დროს, ასევე შეგვიძლია გადაგზავნა მეილზე, ვაიბერში. თუ საუბრის დროს ინტერესდებიან შეძენით, პირველად მონაცემებს ვნიშნავთ და შემდგომ დისტანციურად, სრულად მიღებული ინფორმაციის შემდგომ ვუფორმებთ პოლის დავუგზავნით“, - ამბობს GPI-ს დისტანციური დაზღვევის მენეჯერი თეონა ხარაბაძე.
ამ სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც შეუძლიათ. ამასთან ერთად, დაზღვევის გაფორმებაზე მოთხოვნა ქოლცენტრში არასამუშაო საათებშიც ფიქსირდება, რაც მენეჯერს საშუალებას აძლევს სწრაფად და ოპერატიულად თავადვე დაუკავშირდეს დაინტერესებულ პირს.
ასე, რომ, GPI-ს დისტანციური დაზღვევის მენეჯერის სერვისის დახმარებით პოლისის შეძენა ახლა მარტივად, სწრაფად და თქვენთვის მოსახერხებელ დროს ერთდროულად არის შესაძლებელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან