ამბები

H&M-ის საგაზაფხულო კოლექცია, რომელიც ოცნებებს გააღვიძებს

ეკა ტიკარაძე

17:07 ორშ. 18 აპრილი, 2022 წელი

H&M-ის საგაზაფხულო კოლექცია,
რომელიც ოცნებებს
გააღვიძებს

14
დაკოპირებულია

H&M-ის 2022 წლის საგაზაფხულო კოლექცია განწყობას ქმნის - მოხდენილი, თანამედროვე მოდელები, ნაქსოვი სტილი, რბილი, ნაზი აბრეშუმისებრი ქსოვილი და ქალური სილუეტები.

საგაზაფხულო კოლექცია დამზადებულია უფრო მდგრადი მასალებისაგან. სადა, ლამაზ მოდელებში გამოყენებულია აბრეშუმი, მაქმანი, გიპიური, რომლებიც უფრო ამრავალფეროვნებს მათ. ფერების იდეალური შერწყმა - ღია ნაცრისფერი, კრემისფერი, ფორთოხლისფერი და მომწვანო ტონები - კიდევ უფრო შთამბეჭდავად აქცევს საგაზაფხულო კოლექციას.

„2022 წლის საგაზაფხულო კოლექცია შენს გარდერობში სენტიმენტებს შეიტანს. განსაკუთრებული სილუეტებისა და ნაქსოვი დეტალების ერთობლიობა კოლექციას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს და იმედს ვიტოვებ, რომ ის ჩვენს მომხმარებლებსაც ისევე შეუყვარდებათ, როგორც - ჩვენ" -, ამბობს ელიანა მასგალოსი, კონცეპტის დიზაინერი H&M-ში.

კოლექცია დამზადებულია მდგრადი წყაროებით მოპოვებული მასალებისაგან, რაც ხელს უწყობს H&M-ის მიზნის მიღწევას, გამოიყენოს მხოლოდ 100% გადამუშავებული ან სხვა მდგრადი წყაროებისაგან მიღებული მასალები 2030 წლისთვის.

კოლექცია აერთიანებს 100% გადამუშავებული პოლიესტერისაგან დამზადებულ ფორთოხლისფერ ტოპს, 100% გადამუშავებული ბამბის ნაქსოვ კაბას, ეკოვეროსა და გადამუშავებული პოლიესტერისაგან დამზადებულ კაბას განიერი მკლავებით, ასევე, მაქმანებიან კაბას, შარვალსა და ზედას.

ყველა სამოსი დამზადებულია უფრო ეკომეგობრული მასალებისაგან, მათ შორისაა, ვისკოზა (ეკოვერო), გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და ორგანული ბამბა.

კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია თბილისის მაღაზიებში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი