ამბები

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მიყურებდა მოღიმარე სახე ბილბორდიდან ...

ეკა ტიკარაძე

12:59 ოთხ. 14 აპრილი, 2021 წელი

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

14
დაკოპირებულია

მანქანაში გვერდით მჯდომ ბიძისკენ ჩუმად გავაპარე თვალი, პირველი ქიმია 10 წუთის წინ დაასრულა. სახლში მინდაო და მას შემდეგ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. უკვე ერთი კვირაა მესამე სტადიის ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

თითქმის ერთი კვირაა თითქოს სათქმელიც გამოგველია. თითქმის ერთი კვირაა დიდი, ლამაზი თვალები აუწყლიანდა და გაურკვეველი სევდა ჩაუცხოვრდა შიგნით. დაახველა, თვეების წინ ხველით დაიწყო ყველაფერი, მაშინ ექიმთან არ მივიდა.

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში მიყურებს ქალი ბილბორდიდან და მეც მჯერა. მჯერა რომ გაიმარჯვა, რომ ყველა გაიმარჯვებს ვინც ადრეულ დიაგნოსტიკას ჩაიტარებს და მალე მივა ექიმთან. ყველა ვინც ფინანსურადაც მყარად იდგება ფეხზე ასეთი შემთხვევის დროს.

ახლა, როცა პირადად მომიხდა ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ჩართვა, განსაკუთრებით კარგად დავინახე რამხელა ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან ადამიანები. უმძიმეს დიაგნოზს უმძიმესი ფინანსური სირთულეები ახლავს თან. სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად ოჯახის გადარჩენაზეც გიწევს ზრუნვა. თითოეულ თეთრს ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სამწუხაროდ, ამ დაავადებას ასაკი არ აქვს. ონკოლოგიურის მოსაცდელში ერთი შიში ედგათ თვალებში 72 წლის ბიძაჩემს, 45 წლის ნანას და 31 წლის მარიამს. სამივეს ერთი ბრძოლა ჰქონდა წინ. იქვე იყო ნინო, რომელმაც ეს გზა თითქმის უკვე გაიარა და ბოლო ნაბიჯებს დგამდა ვერაგი დაავადების საბოლოოდ დასამარცხებლად. მისი ამბის მოსმენის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ამ დაავადებისაგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი. მთავარია მყარად იდგე ფეხზე მორალურად და ფინანსურად. რადგან, როგორც ნინომ მითხრა, გადარჩა იმიტომ, რომ ოჯახმა და მეგობრებმა შეძლეს მისთვის სამკურნალო თანხის დროულად შეგროვება. ფინანსური რისკებისაგან დაზღვევა კი ნამდვილად შესაძლებელია.

პირადად მე, ერთი წლის წინ ჯიპიაი ჰოლდინგის კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამაში ჩავერთე და ახლა მივხვდი რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი. „ონკოქეარში“ თვეში მხოლოდ 10 ლარს ვიხდი და, სამაგიეროდ, თუ დამჭირდა 150 000 ლარის კომპენსაციას მივიღებ. თანაც შემეძლება ეს თანხა სურვილისამებრ გამოვიყენო. სამწუხაროდ ბიძაჩემს დააგვიანდა, პროგრამაში ჩართვა 16-65 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ. არავინ ვფიქრობთ რომ ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, განსაკუთრებით სანამ ახალგაზრდები ვართ. მეც, იმედი მაქვს არასოდეს დამჭირდება, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ, რადგან თუ დამჭირდა, ვიცი, რომ მაქვს.

პოლისის შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე MyGpi.ge შეგიძლიათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი