ამბები

პირველები ვეძებთ საუკეთესოებს – როგორია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მუშაობა?

ეკო ტატულაშვილი

11:38 შაბ. 16 აპრილი, 2022 წელი

თათია სარიშვილი

14
დაკოპირებულია

თათია სარიშვილი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი წამახალისებელი წამოწყების – ვენის მარათონის გამარჯვებულია. მარათონის პირობების მიხედვით, ჯიპიაის გუნდიდან საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლები შეირჩნენ და საჩუქრად ვენის საგზური მიიღეს. თათიაც უახლოეს მომავალში გაემგზავრება ავსტრიაში და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამუშაო პროცესს გაეცნობა. ერთ-ერთი რამ, რაც თათიას ჯიპიაიში მუშაობაში მოსწონს სწორედ ამგვარი მამოტივირებელი და პროფესიული ზრდის ხელშემწყობი პროგრამებია.

როგორია სამუშაო პროცესი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ და კიდევ რა არის ის, რაც კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს? – ამ და სხვა კითხვებით თათია სარიშვილს მივმართეთ.

თათია, პირველ რიგში, აღგვიწერეთ როგორია ერთი სამუშაო დღე „ჯიპიაი ჰოლდინგში“?

მართალია, დისტანციურად და ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის არჩევანი გვაქვს, მაგრამ მე ოფისში მისვლა მირჩევნია, რადგან გუნდის წევრებთან უშუალო ურთიერთობა მომწონს.

სამუშაო დღეს 10:00 საათზე ვიწყებ. პირველ რიგში, ჩემი გუნდის ხელმძღვანელს ვხდები, მასთან ერთად დღის ზოგად მონახაზს ვაკეთებ და სხვადასხვა დეტალებს გავდივარ. შემდეგ კი, უკვე აქტიური სამუშაო პროცესი იწყება, ვუკავშირდები კლიენტებს და ინდივიდუალურად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. ასევე, მაქვს მათთან შეხვედრები, ხან ოფისში, ხან კი სხვა ლოკაციებზე. პარალელურად, ვაორგანიზებ სამომავლო შეხვედრებს და შემდგომი დღის საქმეებს ვინიშნავ.

თვითონ მუშაობის პროცესი ძალიან კომფორტულია, რადგან ის სრულადაა გაციფრულებული. ყველა პროცედურა პროგრამულად აისახება და მათი შესრულება მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად ჯიპიაის სამუშაო გარემოში?

ძალიან მეგობრული გარემოა და ერთმანეთთან ყველას უშუალო დამოკიდებულება აქვს. არ იგრძნობა, რომ აქ ვინმე ვინმეს უფროსია. როცა რაიმეში გჭირდება დახმარება, ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად, ვნიშნავთ დამატებით შეხვედრებსაც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის არის, რომ აქ სამართლიანი გარემოა და ამას თითოეული თანამშრომელი გრძნობს.

რამდენად გაიზარდეთ პროფესიულად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ და რამდენად ხედავთ სამომავლო პერსპექტივებს კომპანიაში?

მე აქ მუშაობა გაყიდვების სპეციალისტად დავიწყე, დღეს კი გაყიდვების მენეჯერი ვარ. წინ უფრო მაღალი საფეხურებია და შენს მონდომებაზეა დამოკიდებული, რამდენად განვითარდები კარიერულად. შეგიძლია ჯიპიაიში სხვა პოზიციაზე გადახვიდე, მაგალითად, გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, გახდე მენტორი. ცხადდება ხოლმე შიდა ვაკანსიები და კომპანია გაძლევს არჩევანის თავისუფლებას.

შენი შესაძლებლობების გასავითარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია მამოტივირებელი პროგრამებიც, რაც ჯიპიაიში ხშირად ცხადდება. მაგალითად, ახლახან გავიმარჯვე ვენის მარათონში და ძალიან მიხარია, რომ თანაგუნდელებთან ერთად ვენაში გავემგზავრები და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის შიდა პროცესებს გავეცნობი.

რა დახვდებათ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მათ, ვინც გაყიდვების დეპარტამენტს შემოუერთდება?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჯიპიაიში ძალიან სამართლიანი გარემოა. არ აქვს მნიშვნელობა გუნდის ახალი წევრი ხარ, თუ აქ მუშაობის ათწლიანი გამოცდილება გაქვს – კომპანიის ყველა ბენეფიტი თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის. ასევე, მარტივია დამატებითი ანაზღაურების გამომუშავება და ფულადი პრიზების მიღება. ჯიპიაიში ყოველთვის ამჩნევენ შენს მონდომებას და ხშირად აჯილდოებენ გამორჩეულ თანამშრომლებს. ისინი, ვინც აქ მოსვლას გადაწყვეტენ, დახვდებათ გარემო, სადაც შრომა ნამდვილად ფასდება.

თუ ხართ გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, გსურთ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მეგობრულ გუნდს შეუერთდეთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, მაშინ გაგიმართლათ – კომპანია გაყიდვების დეპარტამენტს აფართოებს და გუნდის ახალ წევრებს ეძებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მსურველებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, ბენეფიტების ახალ პაკეტს, მათზე მორგებულ, დინამიკურ და სიახლეებით სავსე სამუშაო გარემოს სთავაზობს.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჯიპიაის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. დასაქმების მსურველებმა თქვენი მონაცემები უნდა დატოვოთ ვებგვერდზე GPIH.GE ან გაგზავნოთ CV მეილზე salejobs@gpih.ge.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი