პირველები ვეძებთ საუკეთესოებს – როგორია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მუშაობა?
12:18 პარ. 15 აპრილი, 2022 წელი
ლუკა კუჭუხიძე გაყიდვების მენეჯერობას დროებით საქმიანობად მიიჩნევდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გუნდს შეუერთდა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები დაინახა, აზრი შეიცვალა. მესამე წელი სრულდება, რაც ისევ ჯიპიაის გუნდშია და პროფესიული უნარების დახვეწისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებისთვის დიდ ძალისხმევას დებს.
კარიერული განვითარების რა შესაძლებლობებია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ და როგორია კომპანიაში მუშაობა? – ლუკა კუჭუხიძეს ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ.
ლუკა, როგორი სამუშაო გარემოა „ჯიპიაი ჰოლდინგში“?
ჯიპიაიში პროფესიონალი ხელმძღვანელები დამხვდნენ, რომლებიც დამეხმარნენ სწრაფად ამეთვისებინა საქმე. გუნდის ყველა წევრი ღია და მეგობრულია, რამაც მალევე მაგრძნობინა თავი ამ გარემოს ნაწილად. ასევე, ჯიპიაიში მკაცრად გაწერილი პირობები არ არის, გუნდის ხელმძღვანელები ცდილობენ მოგერგონ და მაქსიმალურად კარგად და კომფორტულად გაგრძნობინონ თავი.
სამუშაო პროცესი კი მარტივია. ჯიპიაი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაზღვევის კულტურაში სმარტ ტექნოლოგიები დანერგა და საქმე ჩვენც გაგვიიოლა და სერვისის მიღება მომხმარებლისთვისაც უფრო კომფორტული გახადა. ეს სხვადასხვა პროცედურების შესასრულებლად საჭირო დროს მენეჯერებს მნიშვნელოვნად უზოგავს.
განვითარების რა შესაძლებლობებია ჯიპიაიში?
აქ გაყიდვების სპეციალისტად დავიწყე მუშაობა, ახლა მენეჯერი ვარ. შემდეგი საფეხური ექსპერტობაა, ბოლოს კი კომპანიის პარტნიორიც კი შეგიძლია გახდე. მთელი ეს სქემა ისეა შედგენილი, რომ შენზეა დამოკიდებული, რამდენად წაიწევ წინ. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, სამუშაო პროცესში უფრო მეტი თავისუფლება და მოქნილობა გეძლევა.
რაც მთავარია, კვალიფიკაციის ამაღლებასა და წინსვლაში თავად კომპანია გვეხმარება – ხშირად გვიტარდება ტრენინგები, ხელმძღვანელები ცდილობენ განსხვავებული თვალით შეგვახედონ გაყიდვების სფეროს და გაგვაცნონ ახალი ტრენდები, რათა პროფესიული უნარები სწორი მიმართულებით გავავითაროთ. ამ დამოკიდებულების გამო, ვხედავ, რომ კომპანიისთვის ღირებული ვარ და ეს განვითარებისთვის დამატებით მოტივაციას მაძლევს.
რას უნდა ელოდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ გაყიდვების ახალი მენეჯერები?
გარდა იმისა, რომ გუნდის ახალი წევრებს ჯიპიაიში კარიერული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები დახვდებათ, ექნებათ მოქნილი სამუშაო გრაფიკი – შეეძლებათ იმუშაონ დისტანციურად, ნაწილობრივ დისტანციურად ან ოფისიდან. მოქნილი საბონუსე სისტემა კი დაეხმარებათ, მეტი გამოიმუშაონ და თავად განსაზღვრონ თავიანთი ანაზღაურება.
ამასთან ერთად, ჯიპიაიში ახალი წევრები მაშინვე შეამჩნევენ თანამშრომელთა შორის პატივისცემას, ერთმანეთის მიმართ თანადგომას, კოლეგიალობას, ხელმძღვანელების მხრიდან კი მაქსიმალურ ხელშეწყობას.
ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რის გამოც ჯიპიაიში მუშაობა ნამდვილად ღირს. როდესაც ჩვენთან ახალი წევრები მოდიან, მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ ისინი სწორ ადგილას მოხვდნენ.
***
თუ ხართ გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, გსურთ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მეგობრულ გუნდს შეუერთდეთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, მაშინ გაგიმართლათ – კომპანია გაყიდვების დეპარტამენტს აფართოებს და გუნდის ახალ წევრებს ეძებს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მსურველებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, ბენეფიტების ახალ პაკეტს, მათზე მორგებულ, დინამიკურ და სიახლეებით სავსე სამუშაო გარემოს სთავაზობს.
პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჯიპიაის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე. დასაქმების მსურველებმა თქვენი მონაცემები უნდა დატოვოთ ვებგვერდზე GPIH.GE ან გაგზავნოთ CV მეილზე salejobs@gpih.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან