ამბები

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?

ეკო ტატულაშვილი

19:07 ორშ. 29 მარტი, 2021 წელი

რა კომპონენტებისგან
შედგება წარმატებული
სტუდენტობა?

14
დაკოპირებულია

მარტი ყველა აბიტურიენტისთვის განსაკუთრებით რთული და დატვირთული თვეა. მეცადინეობის პარალელურად, ახალგაზრდები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ახლა იღებენ: ირჩევენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს.

გიფიქრია იმაზე, თუ რა განაპირობებს წარმატებულ სტუდენტობას? რა გზა უნდა გაიაროს სტუდენტმა, რომ მისი სტუდენტობა წარმატებულად და ნაყოფიერად შეფასდეს?

სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, პრაქტიკოსი ლექტორები, ხელმისაწვდომი ლიტერატურა, საინტერესო დავალებები, დაფინანსების მოქნილი მოდელები, პრაქტიკა, სტიპენდია და გრანტები, სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა - ეს ყველაფერი ერთ მხარეს დგას და ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა, ამავე დროს, მეორე მხარეს, სტუდენტობის არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი დგას: საერთო ინტერესების მქონე ჯგუფელები, სპორტული კლუბები, ინტელექტუალური შეჯიბრებები, ხელოვნების წრეები, ექსპედიციები - და სხვა უამრავი რამ, რაც სტუდენტობის წლებს განუმეორებლად და დაუვიწყარად აქცევს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორედ ამ კომპონენტებს ითვალისწინებს, როდესაც სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.

კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მრავალფეროვან პრაქტიკაზეა ორიენტირებული, რაც კურსდამთავრებულის ღირსეულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ასევე, ხაზგასასმელია პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც მაღალკვალიფიციური და თავისი საქმის პროფესიონალი კადრია. სწორედ ის განსაზღვრავს იმ საინტერესო საგნებს, რომლებსაც სტუდენტები პროგრამის განმავლობაში სწავლობენ და იმ ლექტორებს, რომლებიც სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავენ.

CIU-ში განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო კვლევით საქმიანობასაც ექცევა. საამისოდ, უნივერსიტეტში გამოყოფილია გრანტები მცირე და ფუნდამენტური კვლევებისთვის, რაც არამხოლოდ კვლევებს, არამედ - მივლინებებსაც აფინანსებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს რუსთაველის სამეცნიერო ფონდთანაც, რისი საშუალებითაც აქ წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, ვორქშოფები, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, კვლევები, აქტიურად გამოიცემა ნაშრომები და ა.შ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი ღიაა თითოეული სტუდენტის ინიციატივისთვისაც. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთის გუნდები საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ. აქვე ფუნქციონირებს ავტოკლუბი, ბოულინგისა და ბილიარდის მოყვარულთა კლუბებიც.

აღსანიშნავია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სტუდენტებისთვის ხშირად იმართება შიდა თუ გარე ჩემპიონატები, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო ხალისიანსა და მრაფალფეროვანს ხდის.

თუკი სპორტი არ გიტაცებს, მაშინ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით გაეცანი უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს. CIU-ში ფუნქციონირებს მუსიკალური ბენდი, ხალხური სიმღერის ანსამბლი და ხატვის სტუდია.

ამას გარდა, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინტელექტ-კლუბში თამაშსა და მხიარულთა და საზრიანთა კლუბში გაწევრიანებასაც სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი შეთავაზება კი ექსპედიციებია, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს სტუდენტებისთვის.

რა მოხდება მაშინ, თუკი უმაღლესი სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული არც ერთი სტუდენტური კლუბი არ მოგწონს? პასუხი მარტივია: CIU-ში გთავაზობენ, რომ დააფუძნო შენი ინტერესების შესაფერისი კლუბი, მოიწვიო თანამოაზრეები და უმაღლეს სასწავლებელს სახელი შენი მიმართულებითაც გაუთქვა. ამაში მთელი უნივერსიტეტი დაგეხმარება.

ასე რომ, თუ ხარ აბიტურიენტი, შემოხაზე 115, აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ნომრად და პირველ სემესტრში დასაჩუქრდი ლეპტოპითა და 100-ლარიანი სტიპენდიით!

უნივერსიტეტის სხვა მიმზიდველი შემოთავაზებების სანახავად კი ეწვიე ბმულს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი