ამბები

როგორ მივხვდეთ, როგორ გავატარებთ დროს უმაღლეს სასწავლებელში

ეკა ტიკარაძე

12:45 ოთხ. 24 თებერვალი

როგორ მივხვდეთ, როგორ
გავატარებთ დროს უმაღლეს
სასწავლებელში
14
დაკოპირებულია

თუკი 18 წლის ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევს: გარდა იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადები, ასევე უნდა აირჩიო ის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც გსურს სწავლის გაგრძელება.

ალბათ უკვე ყველამ მოგიყვა თავგადასავლებით სავსე და დაუვიწყარი სტუდენტური წლების შესახებ, რომლის შთაბეჭდილებებიც მთელი ცხოვრება გაგყვება; შეიძენ განუყრელ მეგობრებს და საოცარ დროს გაატარებ მათთან ერთად.

თუმცა არავინ ამბობს, თუ ვინ ზრუნავს რეალურად იმისთვის, რომ სტუდენტებმა არამხოლოდ კარგად ისწავლონ, არამედ - ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარონ მომდევნო 4 წელიწადი.

როგორ უნდა გავიგოთ, თუ რას გვთავაზობს ჩვენ მიერ შერჩეული უმაღლესი სასწავლებელი?

პირველ რიგში, ეწვიე მათ ვებგვერდებს. თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ვებგვერდზე ათავსებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის კლუბები და გაერთიანებები ფუნქციონირებს მათთან.

შემდეგ კი აუცილებლად გადაამოწმე ეს ყველაფერი უმაღლესი სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე. თუკი სპორტული და ხელოვნების კლუბები აქტიურად მუშაობენ, ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში აუცილებლად იქნება განთავსებული.

სპორტი

დაინტერესდი, სპორტის რა სახეობებში ჰყავთ კლუბები შენ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელს. მაგალითად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სპორტული გუნდები რაგბის, კალათბურთის, ხელბურთის და ფეხბურთის გოგონებისა და ბიჭების ნაკრებები ჰყავს, რითაც ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებში ხშირად იკავებს წამყვან ადგილებს. გარდა ამისა, აქვე ფუნქციონირებს ავტოკლუბი, ბოულინგისა და ბილიარდის მოყვარულთა კლუბებიც.

აღსანიშნავია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სტუდენტებისთვის ხშირად იმართება შიდა თუ გარე ჩემპიონატები, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო ხალისიანსა და მრაფალფეროვანს ხდის.

ხელოვნება და კულტურა

თუკი სპორტი არ გიტაცებს, მაშინ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით გაეცანი უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს. CIU-ში ფუნქციონირებს სტუდენტური თეატრალური დასი, მუსიკალური ბენდი, ხალხური ანსამბლი და ხატვის სტუდია.

ამას გარდა, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინტელექტ-კლუბში თამაშსა და მხიარულთა და საზრიანთა კლუბში გაწევრიანებასაც სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი შეთავაზება კი ექსპედიციებია, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს სტუდენტებისთვის.

რა მოხდება მაშინ, თუკი უმაღლესი სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული არც ერთი სტუდენტური კლუბი არ მოგწონს? პასუხი მარტივია: CIU-ში გთავაზობენ, რომ დააფუძნო შენი ინტერესების შესაფერისი კლუბი, მოიწვიო თანამოაზრეები და უმაღლეს სასწავლებელს სახელი შენი მიმართულებითაც გაუთქვა. ამაში მთელი უნივერსიტეტი მოგეხმარება.

ასე რომ, თუ ხარ აბიტურიენტი, შემოხაზე 115, აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ან მეორე ნომრად და პირველი სემესტრიდანვე დასაჩუქრდი ლეპტოპითა და 100-ლარიანი სტიპენდიით!

ივერსიტეტის სხვა მიმზიდველი შემოთავაზებების სანახავად კი ეწვიე ბმულს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თა...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატე...

რა კომპონენტებისგან
შედგება წარმატებული
სტუდენტობა?