ამბები

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთვის

ეკო ტატულაშვილი

10:10 ოთხ. 14 აპრილი, 2021 წელი

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

14
დაკოპირებულია

მტვერსასრუტი ერთ-ერთია იმ გამოგონებათა შორის, რომელთა გარეშეც სახლის დალაგება უკვე ვეღარც კი წარმოგვიდგენია. დღესდღეობით არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს კონკრეტულად ჩვენს საჭიროებებს მორგებული მოდელი შევიძინოთ.

სანამ მტვერსასრუტს ვიყიდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ: რამხელა ფართობის დალაგება მოუწევს მტვერსასრუტს? როგორი ზედაპირების წმენდა? გვყავს თუ არა სახლში ბავშვები, მოხუცები, ალერგიული ადამიანები და შინაური ცხოველები? სწორედ ამ მონაცემების მიხედვით უნდა შევარჩიოთ მტვერსასრუტიც.

მტვერსასრუტის ტიპები

არსებობს დასუფთავების რამდენიმე რეჟიმი: მშრალი, სველი და კომბინირებული დასუფთავება. მშრალი დასუფთავებისთვის მტვერსასრუტი, როგორც წესი, კომპაქტური და ადვილად მოსახმარია. მისი გამოყენება შესაძლებელია პარკეტის, ლამინატის, ხალიჩებისა და რბილი ავეჯისათვის.

სველი დასუფთავების ტიპის მტვერსასრუტი უფრო დიდი და რთულად მოსახმარია. გარდა ამისა, მას უფრო მაღალი ფასიც აქვთ. გამოიყენება შედარებით უფრო დიდი ფართის დასასუფთავებლად. თუ თქვენ უზარმაზარი ბინა ან აგარაკი გაქვთ, მრეცხავი მტვერსასრუტის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ, ხოლო თუ საშუალო ან პატარა ფართის საცხოვრებელი გაქვთ, ამ შემთხვევაში თავის საქმეს “მშრალი“ მტვერსასრუტიც შესანიშნავად გააკეთებს.

სველი დასუფთავების მტვერსასრუტით შესაძლებელია არა მხოლოდ ოთახების, არამედ სამზარეულოსა და სააბაზანოს დასუფთავებაც; შეუძლია დაღვრილი წყლის მოწმენდა და დიდი ნივთების შესრუტვა. თუმცა ყოველი მოხმარების შემდეგ აუცილებელია წყლის რეზერვუარისა და სხვა დეტალების კარგად გარეცხვა და გამშრალება.

კომბინირებული ტიპის მტვერსასრუტით კი შესაძლებელია როგორც მშრალი დასუფთავება, ისე - დაღვრილი სითხის აღება.

სხვა მახასიათებლები

გარდა ამისა, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მტვერსასრუტის შემდეგ კომპონენტებს: სიმძლავრესა და შეწოვის ძალას.

გირჩევთ, არჩევანის გაკეთების დროს ყურადღება გაამახვილოთ არა სამომხმარებლო, არამედ მტვრის შესრუტვის სიმძლავრეზე, რადგან სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მტვერსასრუტის ეფექტურობა და მიღებული შედეგი. კარგ შედეგს კი მაშინ მიიღებთ, თუ შესრუტვის საშუალო სიმძლავრე არ იქნება 250-300 ვატზე ნაკლები.

მტვერსასრუტში უმნიშვნელოვანესია ფილტრაციის სისტემაც. როგორც წესი, თანამედროვე მტვერსასრუტის ფილტრი სამდონიანია და მოიცავს: მტვრის შემგროვებელ, ძრავის დამცავ და გამომავალი ჰაერის სრულად გამწმენდ ფილტრებს.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ მტვერსასრუტისთვის დასაშვები ხმაურის დონის ნორმა უნდა მერყეობდეს 70-80 დეციბალის ფარგლებში და სასურველია არ იყოს ამ მონაცემზე მაღალი. შედარებისთვის- ჩურჩულით მოლაპარაკე ადამიანის ხმაურის დონე შეადგენს მიახლოებით 40 დეციბალს.

ამ და სხვა მახასიათებლების მქონე მტვერსასრუტების ფართო არჩევანს ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსი“ გთავაზობთ. „გრანდ ელექტრონიქსის“ ხუთივე ფილიალში - „ისთ ფოინთში“, საბურთალოს „სითი მოლში“, „მეგალაინში“, გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში - საოჯახო ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი. მტვერსასრუტების შეძენა ასევე შესაძლებელია 24/7-ზე ვებგვერდის საშუალებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი