საერთაშორისო კონსილიუმი - რეკომენდაციები ყველაზე წარმატებული ექიმებისგან
12:35 ორშ. 5 ივლისი, 2021 წელი
ჯიპიაი ჰოლდინგმა ერთგულ მომხმარებლებს ცოტა ხნის წინ ახალი სერვისი - საერთაშორისო კონსილიუმი წარუდგინა. მომსახურების ეს პაკეტი სრულიად მორგებულია პაციენტების საჭიროებებს და მათ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან სამედიცინო დიაგნოზის გადაგზავნის საშუალებას აძლევს.
იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ქსელში 100-ზე მეტი კლინიკაა გაერთიანებული მსოფლიოს გარშემო, ჯიპიაის დაზღვეულებს ხელი მიუწვდებათ დიაგნოზის გადამოწმებაზე, დაავადების მართვის სტრატეგიასა და პროგნოზებზე.
საერთაშორისო კონსილიუმით სარგებლობა უკვე შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომელთა სადაზღვევო პირობებიც აღნიშნულ მომსახურებას ითვალისწინებს. პირად ექიმთან ერთად, პაციენტები კონკრეტული დარგის მიმართულებით 3 წამყვან კლინიკას განიხილავენ და ყველაზე შესაფერისს არჩევენ.
გაგაცნობთ მსოფლიოში 3 ყველაზე ცნობილ კლინიკას, რომელიც ჯიპიაის პარტნიორია და საერთაშორისო კონსილიუმის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს სამედიცინო დიაგნოზის გადამოწმებასა და დაავადების მართვის რეკომენდაციებს სთავაზობს.
King's College London
King's College-ის ისტორია ჯერ კიდევ 1829 წლიდან იწყება, როცა ველინგტონის ჰერცოგმა და მეფე ჯორჯ IV- მ, ინგლისის ეკლესიის ტრადიციის თანახმად, დაწესებულებას სამეფო წესდება მიანიჭეს. ამ დღიდან, კოლეჯი მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე აქტუალური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.
King's College London მსოფლიოს წამყვანი კლინიკაა, როდესაც საქმე ნეირომეცნიერებას, გულისა და სისხლის უჯრედების კიბოს, ღვიძლის დაავადებებსა და ტრანსპლანტაციას ეხება.
კოლეჯი ბრიტანეთში ყველაზე დიდი განათლების კერაა, ამიტომ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების სიმრავლით გამოირჩევა. შესაბამისად, King's Health Partners ბიოსამედიცინო კვლევისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების ევროპის ერთი-ერთი უმსხვილესი ცენტრია 25,000 თანამშრომლით, წლიური ბრუნვა კი 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტს აღწევს.
ჯიპიაის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო კონსილიუმით სარგებლობენ, ლონდონის King’s College-ს პროფესიონალი ექიმებისგან დიაგნოზის გადამოწმება და რეკომენდაციების მიღება გამოჯანმრთელებისთვის გადადგმული ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯია.
Cedars-Sinai-ს სამედიცინო ცენტრი
Cedars-Sinai-ს სამედიცინო ცენტრი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ წამყვან კლინიკად ითვლება, რასაც საკმაოდ დიდი ისტორია და უამრავი კმაყოფილი პაციენტი მოწმობს.
კლინიკა ყურადღებას ბიოსამედიცინო კვლევებსა და ტექნოლოგიურ პროგრესთან ადაპტაციაზე ამახვილებს. ასევე, Cedars-Sinai არის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კონკურენტული კვლევის დაფინანსების ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი.
სამედიცინო მომსახურების უმაღლეს ხარისხთან ერთად, სამედიცინო ცენტრი ჰოლივუდელი ვარსკვლავების უდიდესი ნდობითაც სარგებლობს. სწორედ Cedars-Sinai-ში გაიკეთა აპენდიქსის ოპერაცია 1952 წელს მერლინ მონრომ. სხვადასხვა დროს აქ მკურნალობდნენ: ბარი უაიტი, რეპერი The Notorious B.I.G., ფრენკ სინატრა და ელიზაბეტ ტეილორი.
Cedars-Sinai-ში დაიბადნენ ისეთი ცნობილი ადამიანების შვილები, როგორებიცაა: მაიკლ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი, კურტ კობეინი, ჯულია რობერტსი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა.
ჯიპიაის საერთაშორისო კონსილიუმით მოსარგებლე ადამიანები შეძლებენ, საკუთარი დიაგნოზი უფასოდ გადაამოწმონ ისეთ წარმატებულ ექიმებთან, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავების ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებლები.
Harvard-ის სამედიცინო სკოლა
მრავალი სამედიცინო სკოლისგან განსხვავებით, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მფლობელობაში საავადმყოფო არ არის, თუმცა ჰარვარდი თანამშრომლობს 15 კლინიკასთან და კვლევით ინსტიტუტთან, რომლებიც პაციენტების მკურნალობას უზრუნველყოფენ.
ამ საავადმყოფოებში და ინსტიტუციებში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის უამრავი სტუდენტი იწყებს საქმიანობას და აგრძელებს სამედიცინო კარიერას.
ჰარვარდის სკოლა საერთაშორისოდ სწავლებისა და კვლევების უმაღლესი ხარისხის გამოა აღიარებული. გარდა ამისა, ჰარვარდის 15-მა მკვლევარმა შეძლო ნობელის პრემიის მიღება.
სხვა წარმატებებიდან აღსანიშნავია:
- ანესთეზიის პირველად გამოყენება ოპერაციის დროს ტკივილის კონტროლისთვის;
- ინსულინის შეყვანა აშშ – ში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;
- დამწვრობის შემდეგ ხელოვნური კანის გამოყენება;
- პირველი წარმატებული გულის სარქვლის ოპერაცია;
- პირველი წარმატებული ადამიანის თირკმლის გადანერგვა.
შანსი, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ექიმებისგან მკურნალობის გეგმის მიიღონ, უდიდესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან