სასტიპენდიო პროგრამა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში
15:13 ოთხ. 20 აპრილი, 2022 წელი
განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი აშშ-ში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით.
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2022 წლის 20 აპრილიდან 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2022 წლის 31 ივნისამდე.
პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის, ათასწლეულის ფონდისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან