ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი საქველმოქმედო ღონისძიებას წელსაც ტრადიციულად ჩაატარებს

fun time

16:25 შაბ. 2 იანვარი, 2021 წელი

შერატონ გრანდ თბილისი
მეტეხი პალასი
საქველმოქმედო
ღონისძიებას წელსაც
ტრადიციულად ჩაატარებს

14
დაკოპირებულია

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების დასახმარებლად 2021 წლის 6 იანვარს სასტუმროს ორგანიზებით საშობაო საქველმოქმედო მოტო-მსვლელობა გაიმართება.

ღონისძიების პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, როგორებიცაა: საერთაშორისო ქალთა ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და გერმანიის ბიზნეს ასოციაცია.

მოტო-მსვლელობა 6 იანვარს 11:00-ზე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ეზოდან აიღებს სტარტს და თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდება.

საქველმოქმედო ღონისძიება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასახელებული დაწესებულებების ბენეფიციარებს დაეხმარება:

  • თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი;
  • გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი;
  • სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ;
  • ძევრის შშმპ პანსიონატი ;
  • მარტყოფის შშმპ პანსიონატი ;
  • დუშეთის შშმპ პანსიონატი.

სასტუმრო შერატონში არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და საგანმანათლებლო ნივთები ღონისძიებაში ჩართული განსხვავებული ასაკის ბენეფიციარებისთვის გროვდება.

საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია; ამისათვის ზემოხსენებული ნივთებისა და პროდუქტების შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში მიტანაა საჭირო.

ბენეფიციარების დასახმარებლად საჩუქრების შეგროვება უკვე დაწყებულია და 5 იანვრამდე გაგრძელდება. ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გროვდება ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები და სათამაშოები ბავშვებისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი