ამბები

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის

ეკო ტატულაშვილი

15:08 ორშ. 16 მაისი, 2022 წელი

stipendium hungaricum

14
დაკოპირებულია

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის მოქალაქეების დაფინანსებას საქართველოში, სწავლება/სწავლის სრული ან არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო, მათ შორის ინგლისურენოვან პროგრამებზე/კურსებზე სწავლის, ასევე საზაფხულო სკოლებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო კურსები შეთავაზებული იქნება განათლების საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ. უნგრელ სტუდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ ჩამოვიდნენ საქართველოში ინდივიდუალური კვლევითი პროექტებით.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

დაფინანსებული სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით - 800 ლარის ოდენობით.

კონკურსანტთა განაცხადები მიიღება: 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით (თბილისის დროით 21:00 საათი; ცენტრალური ევროპის დროით 19:00 საათი).

კონკურსანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპლიკაციო სისტემაში - www.iec.gov.ge.

უფრო ვრცლად საკონკურსო პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტაციისა თუ ცენტრის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული კურსების შესახებ იხილეთ პროგრამის აღწერა:

https://iec.gov.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2022-2023-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/Scholarship-for-Hungarian-Students-and-Researchers-2022.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი