ამბები

უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწერო“ ახალ სკოლას გვთავაზობს

ეკო ტატულაშვილი

18:28 პარ. 21 მაისი, 2021 წელი

უფასო საგანმანათლებლო
პლატფორმა „კენწერო“ ახალ
სკოლას გვთავაზობს

14
დაკოპირებულია

ქართულენოვან საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ სიახლე აქვს და ახალ სკოლას სთავაზობს სწავლის მძებნელებს.

დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან ერთად, ახლა უკვე აქტიური მოქალაქეობის სკოლაში შეგიძლიათ საინტერესო სპიკერების მოსმენა და საჭირო ინფორმაციის მიღება.

ახალი სკოლა, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის მიერ არის მხარდაჭერილი, 4 მიმართულებას გთავაზობს. ესენია: მენეჯმენტის ფილოსოფია, ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ, როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე, რა უნარ-ჩვევებია საჭირო წარმატების მისაღწევად, გაეცნოთ ლიდერობის ტიპებს ან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ხრიკებს, ან თუნდაც გაიგოთ, თუ სად მოვძებნოთ მოტივაცია, ეს კურსი თქვენთვისაა.

რაც შეეხება კენწეროს, კენწერო ქართულენოვანი ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც არის უფასო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკისთვის.

თქვენთვის სასურველი კურსის გავლის შემდეგ, სერთიფიკატითაც გაჯილდოებთ.

ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა "კენწერო" განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საგანმანათლებლო პლატფორმა "კენწეროს" მხარდამჭერები არიან: კანადის საელჩო, CLFI და NED. პარტნიორები კი: სექტორი 3, დემოკრატიის ლაბორატორია, ფორბს ჯორჯია, ბიემჯი...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი