როგორ მოვამზადოთ საუკეთესო კარამელი და „ირისი“ სახლის პირობებში?
12:55 ოთხ. 9 დეკემბერი, 2020 წელი
კარამელის გამოყენება შეიძლება: ტორტებში, ნამცხვრებში, ფუნთუშებსა და კრუასანებში კრემის სახით და დესერტის გასაფორმებლად, კანფეტების მოსამზადებლად და ა.შ.
საჭირო ინგრედიენტები:
შაქარი - 3-4 ჭიქა
რძე - ნახ.ლ
კარაქი - 100 გრ
მომზადების წესი:
1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, საშუალო ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ხის კოვზით ურიეთ, სანამ შაქარი ყავისფერი არ გახდება.
ამის შემდეგ, კარამელში დარბილებული კარაქი ჩაუშვით და თქვენთვის სასურველ კონდიციამდე ხარშეთ. (პროცესის დასრულებას, დაახლოებით, 1 საათი სჭირდება)
2. მზა კარამელი ცეცხლიდან გადმოდგით და შესაფერის ჭურჭელში გადაიტანეთ.
შენიშვნა:
გახსოვდეთ, რომ დაახლოებით ერთსაათიანი დუღილის შემდეგ მიიღებთ თხელი კონსისტენციის კარამელს ტოპინგისა და კრემებისთვის. საათნახევრიანი ხარშვის შემდეგ კარამელი შესანიშნავ, მოხარშულ შესქელებულ რძედ იქცევა; 2-საათიანი ხარშვის შემდეგ, სქელი, წელვადი კარამელი გექნებათ, ხოლო 2,5-საათიანი ხარშვით - ნამდვილი ირისის კანფეტი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან