დესერტი

შავ ღვინოში მოხარშული ვაშლი, თხილითა და ნუშით

fun time

12:00 ოთხ. 16 ივნისი, 2021 წელი

ვაშლის დესერტი

14
დაკოპირებულია

ვაშლის დესერტის გემრიელი რეცეპტი შეფ-მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვისგან, ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველებისთვის:

გულსართისთვის საჭიროა:

ნუში - 20 გრ.
ქართული თხილი - 20 გრ.
ალუბლის ლიქიორი - 50 გრ.
შაქარი 1,5 ჩაის კოვზი.

გულსართის მომზადების წესი:

ნუში და თხილი წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ და ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ.
მოხალვის პროცესში დააყარეთ შაქარი და დაასხით ლიქიორი.
ამ დროს ტაფას შესაძლოა, ცეცხლის ალი მოეკიდოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. თხილიან მასას რამდენჯერმე კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
თქვენ მიიღებთ გოზინაყის მსგავს, გემრიელ მასას.

ვაშლის სოუსისთვის საჭიროა:

მწვანე ვაშლი -1 ცალი
კარაქი - 50 გრ.
დარიჩინი - ჩაის კოვზის წვერზე
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
შავი ღვინო - 150 გრ.

ვაშლის სოუსის მომზადების წესი:

მწვანე ვაშლს მოაჭერით თავი და ჩაის კოვზის დახმარებით, ფრთხილად ამოუღეთ გული.
დაბალ ცეცხლზე დაადგით ქვაბი.
ქვაბი რომ გათბება, ჩააგდეთ კარაქის ნახევარი და ჩადეთ ვაშლი.
დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ ვაშლი ამოიღეთ და გულში ჩაუდეთ თხილისა და ნუშისგან მომზადებული გულსართი.
ვაშლი დააბრუნეთ ქვაბში, დაადეთ კარაქის მეორე ნახევარი და მოჭრილი თავი დაახურეთ.

ქვაბში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ თაფლი, დარიჩინი და დაახურეთ თავსახური.
ვაშლი, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხოთ.
სუფრაზე ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ და თავზე თავისივე, ღვინისა და თაფლის სოუსი მოასხათ.

შენიშვნა:
ვაშლის მოხარშვა (გამოცხობა) ჰაერღუმელშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ქვაბის ნაცვლად, ისეთი ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც თავი მჭიდროდ დაეხურება.
ცეცხლის ალი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალი უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი