დესერტი

„ზებრა“ გამოცხობის გარეშე - ასეთი რამ არ გაგისინჯავთ!(ფოტორეცეპტი)

fun time

12:00 კვი. 4 აპრილი, 2021 წელი

ტორტი ზებრა გამოცხობის
გარეშე

14
დაკოპირებულია

ვანილისა და შოკოლადის ტორტის მარტივი და სწრაფი რეცეპტი, რომელსაც ცომის მოზელა, გაბრტყელება და ღუმელთან ტრიალი არ სჭირდება, სამაგიეროდ, პირში დნება!

საჭირო პროდუქტი:

ტორტისთვის დაგჭირდებათ ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება 18 სმ დიამეტრით, სიმაღლე 6 სმ.

შოკოლადის ორცხობილა - 180 გრ;

კარაქი - 70 გრ;

რძე - 15 გრ;

30-35%-იანი ნაღები - 200 გრ;

20%-იანი არაჟანი - 400 გრ;

შესქელებული რძე - 300 გრ;

რძე - 100 გრ;

კაკაო - 30 გრ;

ვანილის შაქარი - 15 გრ;

ჟელატინი - 20 გრ;

მომზადების წესი:

ორცხობილა წვრილად დაფშვენით და გამდნარი კარაქი დაასხით.


კარგად აურიეთ,1 ს.კოვზი კოვზი რძე დაამატეთ და ისევ აურიეთ.
დაფშვნილი ორცხობილა ტორტის ფორმაში გადაიტანეთ და ზედაპირი კარგად გაასწორეთ.
შემდეგ კი ჭიქის დახმარებით დატკეპნეთ.

ფორმას შესაფუთი ფირი დააფარეთ და სანამ კრემს მოამზადებთ, მაცივარში შედგით.

პირველ რიგში ჟელატინი მოამზადეთ: ჟელატინს დაასხით რძე, აურიეთ და გვერდით დადგით, რომ გაფუვდეს.

შემდეგი ნაბიჯია - შესქელებული რძე ჩაასხით არაჟანში და აურიეთ.

ახლა ნაღები ათქვიფეთ. არ არის აუცილებელი, რომ „მწვერვალებად“ აქციოთ, საკმარისია, ფუმფულა კონსისტენციის იყოს.

გაფუებული ჟელატინი გაათბეთ, რომ გადნეს. გამდნარი ჟელატინი არაჟნის მასაში ნელ-ნელა ჩაუშვით, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

არაჟნისა და ჟელატინის მასა ათქვეფილ ნაღებში ცოტ-ცოტა დაამატეთ, განუწყვეტლივ ურიეთ.

მიღებული კრემი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და სხვადასხვა ჭურჭელში მოათავსეთ. პირველ ნაწილს ვანილის შაქარი დაამატეთ და კარგად აურიეთ.

მეორე ნაწილს კაკაო დაამატეთ და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი გახდება.

ახლა მაცივრიდან გამოიღეთ ტორტის ფორმა ორცხობილის ფენით.
ტორტის შუაში დადეთ 4 სუფრის კოვზი კაკაოიანი კრემი.
შემდეგ, 4 სუფრის კოვზი თეთრი, ვანილის კრემი, შემდეგ ისევ 4 სუფრის კოვზი შოკოლადის კრემი და ასე ბოლომდე.


ტორტის გასაფორმებლად, ხის ჩხირით ცენტრიდან კიდეებისკენ 16 ზედაპირული ხაზი გაუსვით. ჩხირი ყოველ ჯერზე ხელსახოცით გაწმინდეთ.

ბოლოს ტორტს დააფარეთ შესაფუთი ფირი და 4 საათით მაცივარში მოათავსეთ, სანამ ბოლომდე გამაგრდება.

ტორტი „ზებრა“ მზადაა!

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!