დღის ჰოროსკოპი

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

10:51 შაბ. 10 აპრილი, 2021 წელი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღეა. დაგეგმილი მგზვრობა ან საქმიანი ვიზიტი თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. მასიდან გამორჩევის სურვილი უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობას გაართულებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მოერიდეთ ხმამაღალ ტონზე საუბარს.

კურო

მატერიალურ სფეროში გარკვეული აღმავლობა გელით. ხელსაყრელი დროა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. შეიძლება, მათი მოგვარება პარტნიორთან ერთად მოგიწიოთ. ნუ გარისკავთ, კარგად შეაფასეთ მოსალოდნელი შედეგები. უახლოეს მომავალში შესაძლებელია დაწინაურება ან ფინანსური წახალისება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ნუ დაეყრდნობით. კარგი იქნება, თუ რჩევისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართავთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბიზნესის კეთებისთვის. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები მატერიალურ სფეროში. ეს შეიძლება, მომგებიანი შენაძენი ან ხელსაყრელი გარიგება იყოს. გამორიცხული არ არის საბუთებთან ან დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც პარტნიორთან ერთად მოგიწევთ. ერიდეთ რისკს და მოსალოდნელი შედეგები კარგად შეაფასეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ნუ დაეყრდნობით - შეიძლება შეცდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, სამსახურში და საქმიანობის ყველა სფეროში სტაბილური პოზიცია შეინარჩუნოთ. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დაწინაურება, თუმცა ეს დიდწილად უფროსთან ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენი თანდაყოლილი ინტუიცია ძალიან გამოგადგებათ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი აქტიურობა შეამციროთ და გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში ემოციები აკონტროლოთ. უარი თქვით მაღალ რეგისტრში საუბარზე, მაგრამ მოქმედება არ შეწყვიტოთ. ბოლოს და ბოლოს. თქვენი უფროსები მიხვდებიან, რომ თქვენთვის ინიციატივის წართმევა ცუდი იდეაა.

ქალწული

კრიტიკული დღეა. შეიძლება სამსახურსა და ოჯახში არსებული პრობლემების გამო ძლიერი ნერვიულობა მოგიწიოთ. უარი თქვით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენის სურვილზე. ნუ განახორციელებთ რთულ ფინანსურ ოპერაციებს და ფულის გასესხებას მოერიდეთ. მხარდაჭერას ძველი მეგობრებისგან მიიღებთ.

სასწორი

მძიმე და პასიური დღეა, რომელიც არახელსაყრელია კოლექტიური მოქმედებებისთვის. გამორიცხული არ არის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები. არსებული ვითარების შეფასებისას მხოლოდ ფხიზელ გაანგარიშებას უნდა დაეყრდნოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მოსალოდნელია ხორციელი ცდუნება ან შეხვედრა, რომელიც უამრავ უსიამოვნებასგამოიწვევს.

მორიელი

მშვიდი დღეა, რომელიც მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაუარესდება, რაც შინაგანი შფოთვითა და ცუდი წინათგრძნობის ბრალია.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობისთვის. უსმინეთ მეგობრებისა და თანამშრომლების რჩევებს, ნუ გარისკავთ, ეცადეთ, კარგად შეაფასოთ მოსალოდნელი შედეგები. ფინანსურ მდგომარეობაში პოზიტიური ცვლილებები გელით.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. სამუშაოზე ან სახლში შექმნილი დაბრკოლებების გამო ნერვიულობა გელით. გირჩევთ, პასუხისმგებლობები მინიმუმამდე შეამციროთ. არ დაკარგოთ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა და ასეთი შესაძლებლობა, როგორც პლანეტები გვპირდებიან, აუცილებლად უნდა გექნებათ. სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის განმარტოება და მოვლენების მშვიდი ანალიზი დაგეხმარებათ.

მერწყული

რთული, წინააღმდეგობრივი დღეა. უეცრად დაწყებული კონფლიქტი შეიძლება, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდეს. ნუ მოდუნდებით - ახალი პრობლემები დიდხანს არ გაგრძელდება. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიხდეთ.

თევზები

ეჭვებისა და ყოყმანის პერიოდი მთავრდება. თქვენი მოქმედებები კონკრეტული და მიზანდასახული გახდება. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ბოლოს და ბოლოს, აღდგება ბალანსი გრძნობებსა და მოქმედებებს შორის. მშვენიერებასთან ურთიერთობა დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების შესრულებაში დაგეხმარონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge