დღის ჰოროსკოპი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 9 იანვარი, 2021 წელი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სერიოზული პროვოკაციების, გაუგებრობების და ცხოვრებისეული პრინციპების დაცვის დღეა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. უმჯობესია, ძველ საბუთებს თვალი გადაავლოთ. შესაძლებელია, ახლა ისინი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ამ დღეს სადავო საკითხების მოგვარებისა და სასამართლო დავებისგან თავი შეიკავეთ - შედეგი არასასურველი იქნება.

კურო

ამ დღიდან მერკური რეგრესულ მოძრაობას იწყებს. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად ბიზნეს საქმიანობა უნდა შეამციროთ. სამსახურში უმნიშვნელო პრობლემები გელით. ეს შეიძლება რეორგანიზაცია ან მენეჯმენტთან მცირე უთანხმოება იყოს. ბედის გაცურებას ნუ ეცდებით, მაინც ვერაფერს შეცვლით. ამ დღეს სასურველია, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს იყოთ. დღის მეორე ნახევარში გამართული შეხვედრა წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები

მერკურის რეგრესიული მოძრაობა ფინანსურ საქმეებზე უარყოფითად აისახება. გირჩევთ, ზარალის თავიდან ასაცილებლად ბიზნესსაქმიანობა შეამციროთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები პარტნიორებთან ან უთანხმოება უფროსებთან. ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუკი მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ.

კირჩხიბი

ეცადეთ, მტკივნეული რეაქცია არ გქონდეთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით. შეეგუეთ, რომ ბევრი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ეცადეთ ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში ახლო ნათესავებთან ნებისმიერი კონტაქტი წარმატებული იქნება.

ლომი

არცთუ შესაფერისი დღეა საქმის დასაწყებად - სავარაუდოდ, შედეგი თქვენთვის არახელსაყრელი იქნება. საყვარელ ადამიანს თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება გული ატკინოს და ამას კონფლიქტიც მოჰყვეს, რადგან ამ დღეს ურთიერთგაგება საერთოდ არ არსებობს.

ქალწული

სერიოზული პროვოკაციების დღეა, როცა ყველა თქვენ წინააღმდეგაა. თქვენ დაგაბრალებენ იმას, რაც არ გაგიკეთებიათ. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მოსალოდნელია ტყუილი და არაკეთილსინდისიერება იმ ხალხის მხრიდან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ.

სასწორი

ბედი შანსს მოგცემთ, რომ გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. გრძნობებსა და მოქმედებებს შორის ბალანსი აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნათელი და ცვალებადი, ხოლო მეორე - მოულოდნელი იქნება. შუადღისას გაუგებრობამ შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა, თუმცა საღამოს საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო იქნებით. ეცადეთ. მძიმე ფიქრები თავიდან მოიცილოთ. სავარაუდოდ, შექმნილი სიტუაციის სირთულეს და საშიშროებას აზვიადებთ. კარგი იქნება, თუ გულში წყენას არ ჩაიდებთ. ახლობელ ადამიანებს უდიდეს ტკივილს მიაყენებთ, თუ საკუთარ თავში ჩაიკეტებით.

მშვილდოსანი

ბედი შანსს გაძლევთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვან საკითხებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილმა შეიძლება, სარისკო გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გულახდილობა დასახული გეგმების შესრულებაში ხელს შეგიშლით. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას, ცხოვრება თავად გიკარნახებთ სწორ გამოსავალს.

თხის რქა

სერიოზული პროვოკაციების და დაპირისპირების დღეა. ნებისმიერი დავა სკანდალით დასრულდება, რადგან დღეს ურთიერთგაგება არ არსებობს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.

მერწყული

დაძაბული დღეა. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია დაწყებული საქმეების დასრულება. მერწყულ ქალებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები ელით. ბავშვებთან დაკავშირებული საქმეები თქვენგან მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

თევზი

მოსალოდნელია სასიცოცხლო ენერგიის შემცირება, აურის დასუსტება და ნეგატიური ზემოქმედების ზრდა. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. არახელსაყრელი დღეა ქირურგიული ოპერაციისა და ბავშვის ჩასახვისთვის.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge