10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, ახლად გაცნობილმა ადამიანმა თქვენთან დაახლოება სცადოს. ფრთხილად იყავით — სავარაუდოდ, მისი ინტერესი უანგარო არ არის. ოჯახური საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევის შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. ეს დღე ხელსაყრელია სახელმწიფო უწყებებთან და თანამდებობის პირებთან ურთიერთობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და საბუთებზე ხელის მოწერისთვის. დღის პირველ ნახევარში დაუფიქრებელი სიტყვების ან არასწორად გაგებული დაპირებების გამო მოსალოდნელია წვრილმანი გაუგებრობები. დაუგეგმავ შენაძენზე უარს ნუ იტყვით — ის იმაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ელით და მთელი დღის განმავლობაში განწყობას აგიმაღლებთ. საღამოს ენერგეტიკული განტვირთვა საფჭირდებათ, თორემ შესაძლოა „ორთქლის გამოშვების“ მოთხოვნილება გარშემომყოფებთან კონფლიქტში გადაიზარდოს.
კურო
ცდილობთ, საყვარელი ადამიანი ტყუილში გამოიჭიროთ? გაითვალისწინეთ, რომ მუდმივი ეჭვები სტაბილური ურთიერთობის შენებაში ვერ დაგეხმარებათ. ეცადეთ, სამსახურის პრობლემებს პერიოდულად მოწყდეთ და სხვა, საყვარელი საქმეებით დაკავდეთ. ვარსკვლავები ფინანსური წინსვლისთვის პერსპექტიულ სიტუაციას გიწინასწარმეტყველებენ. ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ და ნურც დახმარებაზე იტყვით უარს — სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის. ზომიერი დატვირთვა თავს მხნედ გაგრძნობინებთ და განწყობას აგიმაღლებთ. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ — მან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.
ტყუპები
დროა, მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობებს საფუძველი ჩაუყაროთ. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდეს. ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ, რათა ურთიერთობებში თბილი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს. მნიშვნელოვანი დოკუმენტების გარჩევისას ეცადეთ ყურადღება არ მოადუნოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით, ძვირფასეულობისა და კოსმეტიკის ყიდვას უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დადებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს შესაძლოა, მარტოხელა კირჩხიბი პაემანზე მიიწვიონ. უარს ნუ იტყვით, თორემ შეიძლება ბედნიერი წყვილის შექმნის შანსი ხელიდან გაუშვათ. ახალი ნაცნობი თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს და ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ. პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს სამსახურში ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში გქონდათ, როგორც იქნა მოგვარდება. ამ დღეს შეგიძლიათ საკითხის არსი დაინახოთ და რთული კითხვების გადაჭრის მარტივი გზა იპოვოთ. შესაძლოა მოულოდნელი ახალი ამბავი გაიგოთ. მოერიდეთ გაუმართლებელ ხარჯებს, რომლებმაც შეიძლება ფინანსურ პრობლემებამდე მიგიყვანონ. სუფთა ჰაერი და მეგობრებთან ერთად გართობა მომავალი მიღწევებისთვის ენერგიით აგავსებთ.
ლომი
ამ დღეს სიყვარულში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. გარკვეული დროის განმავლობაში პირადი ცხოვრება მშვიდი და სტაბილური იქნება. მომავალი კვირები ხელსაყრელია ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის. გირჩევთ, მეორე ნახევართან განიხილოთ ის, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი გარემოება საშუალებას მოგცემთ, შემოსავალი გაზარდოთ. დადგა დრო, გარშემომყოფებს დაანახვოთ, რომ მეტი შეგიძლიათ! იმ ლომს, რომელიც მზად არის მოძველებული შეხედულებებისგან გათავისუფლდეს, ვარსკვლავები ახალ შესაძლებლობებს ჰპირდებიან. გირჩევთ, საღამოს ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვირუსი გადაგედოთ ან ვინმესთან კამათი ვერ აიცილოთ.
ქალწული
მოემზადეთ სასიყვარულო საქმეებში უსიამოვნებების ან რთული საუბრებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა ადამიანმა მოულოდნელი აღიარებით გაგაოცოთ. თავი შეიკავეთ ოჯახს წევრებთან უხეშობისგან, მეორე ნახევარს და შვილებს ნუ გაუბრაზდებით. თუ ავტომობილს მართავთ, დღეს გზებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. კონკურენტებთან ბრძოლა დიდ ძალას წაგართმევთ და შესაძლოა, დაწყებული საქმის დასრულება ვერ შეძლოთ. თქვენს ფინანსურ მიზნებს ნუ დაივიწყებთ, მით უმეტეს, რომ კარგი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისთვის. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად - თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. დღევანდელი განწყობა მთლიანად და სრულად დამოკიდებულია თქვენს აღქმაზე. გახსოვდეთ, რომ ბედნიერებისთვის ცხოვრებაში ადგილი ყოველთვის მოიძებნება!
სასწორი
მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ — ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ — დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე, ეწვიეთ თეატრს ან თუ შესაძლებელია, კურორტზე გაემგზავრეთ. დაოჯახებულ სასწორებს უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ყურადღება სამსახურზე ექნებათ გადატანილი. მით უმეტეს, რომ ვარსკვლავების განლაგება აჩვენებს, რომ სამსახურებრივ მოვალეობებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, მოკავშირეების მიერ შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ. მსხვილი საყიდლები სამომავლოდ გადადეთ, არსებობს რისკი, რომ შეძენილმა ნივთებმა იმედები გაგიცრუოთ. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სარელაქსაციო ტექნიკები სცადეთ, რომლებიც ძილის ხარისხს გააუმჯობესებს.
მორიელი
საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობთ. თქვენი კავშირი უფრო მყარი და ჰარმონიული რომ გახდეს, ეცადეთ ავეჯის გადაადგილებიდან დაწყებული, რემონტით დამთავრებული, ყველაფერი ერთად აკეთოთ. სამსახურში თქვენი შრომის ნაყოფიერება საგრძნობლად გაიზრდება, რაც ზარმაცი კოლეგებისგან გამოგარჩევთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ. ყველაფერი სტაბილურადაა, უახლოეს მომავალში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ თანხების ინვესტირებით დაკავდეთ. მოერიდეთ ცხარე და მლაშე საკვებს, რომელსაც შეუძლია კუჭის აშლილობა და გულძმარვა გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
თუ თქვენს ცხოვრებას რომანტიკა აკლია, ყოველდღიური საქმეები გვერდზე გადადეთ და სახლიდან სასეირნოდ გადით, თუნდაც უახლოეს პარკში. უკეთესი შედეგის მისაღებად აჩქარების ნაცვლად, საქმე მშვიდად და ყურადღებით უნდა აკეთოთ. გამორიცხული არ არის, რომ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების გაღება მოგიწიოთ. თავისუფალი დრო მეგობრულ ურთიერთობას ან ახალ ნაცნობობას დაუთმეთ. თავს ნება მიეცით ისიამოვნოთ იმით, რაც დაგეგმილი არ გქონდათ — ეს განწყობას აგიმაღლებთ და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. საღამოს მოსალოდნელია წერილი ან სატელეფონო ზარი ახლობელი ადამიანისგან.
თხის რქა
ეცადეთ უბრალო ლტოლვა ნამდვილ სიყვარულში არ აგერიოთ. პირადი ცხოვრების შესახებ ნუ უამბობთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. გახსოვდეთ რომ პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ მცდარია. კვირის განმავლობაში დაგროვილი გაღიზიანება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევისკენ გიბიძგებთ. გაითვალისწინეთ, რომ სანამ ასეთ მდგომარეობაში ხართ, ნებისმიერი დიალოგი უშედეგო იქნება! ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი ურთიერთობის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. საღამოს საშუალება გექნებათ, წინა დღეს დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი უთანხმოება მოაგვაროთ.
მერწყული
მალე გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ფიქრებს სრულად დაიპყრობს, მაგრამ ერთობლივი ცხოვრების შესახებ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. თუ თავს გზააბნეულად გრძნობთ, რჩევა ახლობელ ადამიანს ჰკითხეთ. არაფერია ცუდი იმაში, რომ თვითკრიტიკული იყოთ და მარცხი აღიაროთ. სწორედ ასეთ დროს შეძლებთ დაინახოთ, თქვენი ნამდვილი მეგობარი ვინ არის. თქვენი ბოლოდროინდელი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში თქვენი მატერიალური კეთილდღეობის დონე გაიზარდოს. თუმცა, მანამდე ნაკლებად ხელგაშლილი უნდა იყოთ, რათა ფინანსური დანაკარგები და სირთულეები თავიდან აიცილოთ. სავარაუდოდ, დამატებითი შემოსავლის ძიება დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ — ფიზიკური აქტივობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.
თევზები
ძალიან მალე თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. ეს იქნება სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც მეგობარი ან ნათესავი გაგაცნობთ. მერკურის კვინკონსი მთვარესთან აჩვენებს, რომ დროა გადამჭრელ მოქმედებებზე გადახვიდეთ! წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი (რაც ნაკლებად სავარაუდოა), თავს იმით გაიმართლებთ, რომ მცდელობა არ დაგიკლიათ. თქვენი გულუბრყვილობა არაკეთილგანწყობილ ადამიანს იმის შანსს აძლევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ახალო და უჩვეულო აღმოაჩინოთ. გირჩევთ, ოჯახის უფროს წევრებს გეგმიური გამოკვლევა ჩაუტაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან