დღის ჰოროსკოპი

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 კვი. 10 იანვარი, 2021 წელი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული და დაძაბული დღეა. გირჩევთ რაციონალურად და გონივრულად მიუდგეთ თითოეულ პრობლემას, წინადადებას და ნაცნობობას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, უარი თქვათ სიახლეებზე და ცვლილებებზე. ახლა ამისთვის შეუფერებელი დროა. უმჯობესია, საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ.

კურო

ამ დღეს კურო მამაკაცებისთვის გადაღლსა და ნერვულობა შეიძლება სტრესისა და ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. კვების, დასვენებისა და ძილის რეჟიმი ზედმიწევნით უნდა დაიცვათ.

ტყუპები

ეს დღე შეიძლება ტყუპები მამაკაცებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდეს. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და გადაღლას. ეცადეთ, დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ და დასვენებისა და ძლისთვის დრო გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ნერვიული სტრესი. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია. ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობები თანდათან ნორმას უბრუნდება. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის გვერდით მეტი დრო გაატაროთ და ერთმანეთი დადებითი ენერგიით დამუხტოთ, რაც მომავალ კვირაში ძალიან დაგჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ურთიერთობები, კარგი სიახლეები და კომპლიმენტები. კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ, აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორულ ურთიერთობებში, გააძლიეროთ პირადი კავშირები და მეგობრული წრე გააფართოვოთ. პრობლემები შეიძლება მხოლოდ დღის მეორე ნახევარში, თქვენი ამპარტავნების გამო წარმოიშვას.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა. ინტრიგები და შური თქვენი გეგმების განხორციელებას შეაფერხებს. შექმნილი ვითარების გამო შეიძლება მეგობრების, ნათესავების ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. ეცადეთ, ბნელი აზრები დაივიწყოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. გირჩევთ, ადრე დაიძინოთ, რადგან მომდევნო დღეც რთული იქნება.

სასწორი

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღე გელით. გადაღლა შეიძლება, ავადმყოფობის მიზეზიც გახდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ. ახალი ნაცნობობა ხანმოკლე იქნება.

მორიელი

რთული დღეა, რომელიც ილუზიებსა და გაუგებრობებს უკავშირდება. ეცადეთ, გულიდან შური და რისხვა განდევნოთ და დამშვიდდეთ, რადგან უსაფუძვლო შიში და მღელვარება ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება.

მშვილდოსანი

თქვენი სასიცოცხლო, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი ჯერ ისევ დაბალია, ამიტომ, ეცადეთ, მოთმინება მოიკრიფოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დაალაგოთ. ერიდეთ ორიგინალურობას და ძველი, კარგად გამოცდილი გზებით იარეთ. მშვილდოსან ქალებს ვარსკვლავები პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლო გართულებების შესახებ აფრთხილებენ, თუმცა პატარა ხუმრობა ან უბრალო კოცნა შერიგებისთვის საკმარისი იქნება. ეცადეთ, ახალ ნაცნობობას სერიოზულად მოეკიდოთ.

თხის რქა

დაძაბული დღეა, რომელიც სულიერ და ზნეობრივ განწმენდას და გამჭრიახობას უკავშირდება. გირჩევთ, შემოსავლის ახალი წყაროები აქტიურად ეძებოთ, მაგრამ ამავე დროს, საეჭვო შეთავაზებები თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ეს დღე შეიძლება, ძალიან რთული აღმოჩნდეს. გირჩევთ სერიოზული დაავადების თავიდან აცილებისთვის ყველა ზომას მიმართოთ. ასევე - აუცილებლად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ მერწყულს პირად ცხოვრებაში პრობლემები ელის - შეყვარებულებსა და მეუღლეებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელსაც სავარაუდოდ, გართულებები მოჰყვება.

თევზები

ამ დღეს ზედმეტი დატვირთვა არ არის სასურველი. ავტომოყვარულები დღეს გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ საკუთარ თავს ყველაფერზე უარი უთხრათ. დამშვიდდით და ბნელი ფიქრები მოიცილეთ. სასურველია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge