დღის ჰოროსკოპი

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:30 ორშ. 11 იანვარი, 2021 წელი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ფინანსური ზარალის და ნერვული სტრესის თავიდან ასაცილებლად, აქტიურობას უნდა ერიდოთ. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით. პარტნიორთან მოლაპარაკება გართულდება და, სავარაუდოდ, შედეგს ვერ მოიტანს. ფინანსური პრობლემები, სავარაუდოდ, ოჯახურ საქმეებს ან შენაძენს უკავშირდება. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობები.

კურო

ისეთი განცდა გაქვთ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე რთულ საქმეებთანაც კი შეგიძლიათ გამკლავება. კოლექტიური საქმიანობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. პრობლემების დროს გირჩევთ, ახლობელ ადამიანს დახმარებისთვის მიმართოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ მუშაობისა და ურთიერთობისთვის ხელსაყრელ პერიოდს.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს მოულოდნელად შექმნილი პრობლემების გამო მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ. ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვოთ. შესაძლოა, მუშაობის შემდეგ დაღლილობა და საკუთარი თავით უკმაყოფილება იგრძნოთ. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ, მხარდაჭერა ახლობელი ადამიანისგან მიიღოთ.

კირჩხიბი

ფინანსური შემოსავალი გელით, რომელიც ბოლოდროინდელ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში სიახლეებია მოსალოდნელი. გამორიცხული არ არის უცაბედი სასიხარულო ამბავი.

ლომი

ელოდეთ სასიხარულო სიახლეებს ან სასიამოვნო შეხვედრას. უარი თქვით სამოგზაუროდ წასვლაზე, რადგან ის წარუმატებელი იქნება. გირჩევთ, ეს დღე ინდივიდუალურ შემოქმედებას, ოჯახურ საქმეებს და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით. უმჯობესია, ეს დღე ინდივიდუალურ შემოქმედებას, ოჯახურ საქმეებს და სახლის კეთილმოწყობას დაუთმოთ. სასურველია კლასიკური ლიტერატურის კითხვა, მუსიკის მოსმენა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. ოჯახის წევრებთან სრული გაგება და იდიალიაა. თქვენ გიყვართ და უყვარხართ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს!

სასწორი

ეცადეთ, საკუთარ თავში მოძებნოთ ძალა, რომ საქმეს დროებით ჩამოსცილდეთ. ეს დღე სულიერ პრობლემებზე ფიქრისა და განმარტოებისკენ განგაწყობთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. გირჩევთ, საღამოს სუჰთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჩვეულზე მაღალია, ამიტომ საქმეში ჩართვას და სასურველი შედეგების მიღებას ადვილად მოახერხებთ. თქვენი პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა, სავარაუდოდ, შემოსავალს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჩვეულზე მაღალია, თუმცა უსიამოვნო სიახლემ ან ახლობელი ადამიანის დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება, განწყობა გაგიფუჭოთ.

თხის რქა

თვითდამკვიდრების დღეა. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ, დაბნეულობამ ან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება, შეცდომები და ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მეწყული

გაორებული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში წარუმატებლობა შესაძლოა, თქვენს დაბნეულობას ან საკუთარ თავში დაეჭვებას უკავშირდება. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი სიმშვიდეს და სულიერ წონასწორობას მოგიტანთ. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობთ, ვიდრე წინა დღეებში. დაავადებას, რომელიც ამ დღეს თავს იჩენს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge